სამოყვარულო ტელესკოპით მიღებული გამოსახულება ახლოსაც ვერ მივა NASA-ს თუ ESA-ს მიერ, ძლიერი, სხვადასხვა დიაპაზონებში მომუშავე ტელესკოპებით მიღებულ გამოსახულებასთან(რომელსაც ჩვენ ინტერნეტით მივეჩვიეთ, ასე რომ ვთქვათ…). თან აუცილებლად დაგჭირდებათ ტელესკოპის თანმხლები ავტომატური გიდირების მოწყობილობა, რომელშიც ძალიან ბევრი ობიექტის კოორდინატებია შეყვანილი(ან იმართება კომპიუტერით), ის ავტომატურად ატრიალებს შტატივზე(უი, კარგი შტატივიც) დამონტაჟებულ ტელესკოპს საჭირო ობიექტისკენ. ასეთი ტელესკოპის გამოწერა, 15 სანტიმეტრიანი სარკით, განბაჟების გარეშე, 450 დან 550 დოლარამდე ჯდება, ანუ ძალიან ძვირია. მოგიწევთ სპეციალური პროგრამების კომპიუტერში ინსტალირება და გადაღებული ფოტოების დამუშავება(აუფ 🙁 ). ამასთან ერთად, სამწუხაროდ, აუცილებლად გელით იმედგაცრუება, თეთრი ფერის ლაქების მეტს ვერაფერს დაინახავთ და თუ მართლა ასტრონომიის „მანიაკი“ არ ხართ, მალე საერთოდ დაგავიწყდებათ, რომ ტელესკოპი იყიდეთ და უაზროდ დახარჯეთ ამდენი ფული(ჯანდაბა 🙁 ). სიამოვნებას მთვარისა და ახლო პლანეტების დათვალიერება თუ მოგანიჭებთ, იუპიტერის დიდი თანამგზავრები(სულ 4) მარსი, ისიც პირისპირდგომისას. პერიოდულად, კომეტები და ასტეროიდები. ყველაფერთან ერთად დაკვირვებებს ხელს უშლის ქალაქის სინათლეებით გადანათებული ცა, გამონაბილქვი თუ მტვერი(ამ შემთხვევაში ლინზებიანი ტელესკოპი(რეფრაქტორი) ჯობს)… უფრო მცირე ზომის სარკიანი ტელესკოპების ფასი, შესაბამისად, უფრო მცირეა, თუმცა რა გამოჩნდება მასში ალბათ უკვე ხვდებით.
შავ სიაში ნახავთ ტელესკოპებს, რომლებსაც სერიოზული კონსტრუქციული ხარვეზები აქვს, ოპტიკურ სქემასა და გამოყენების თავისებურებებში. გამყიდველი ამაზე არაფერს ამბობს, ან არ იცის.
სიის ძირითადი ნაწილი ე.წ. ”კორექტორიან ნიუტონებს” უკავია. მათ კონსტრუქციაში სფერული ფორმის დიდი შუქძალის სარკე და გამოსახულების დეფორმაციის გამოსასწორებელი პატარა ლინზა-კორექტორია გამოყენებული. სამწუხაროდ, ეს კორექტორი არც თუ ისე კარგად აკეთებს თავის საქმეს და გამოსახულება გადღაბნილი, ჰალოთი და ნათელი ლაქებით შემოსაზღვრული გამოდის.
აქედან გამომდინარე, სწორი არჩევანი იქნება ტელესკოპი სფერული სარკითა და გრძელი მილით, ან პარაბოლური სარკით. გახსოვდეთ – ნიუტონის სისტემის ტელესკოპის მილის სიგრძე, დაახლოებით ფოკუსური მანძილის ტოლია. თუ ფოკუსური მანძილი 1000 მილიმატრია, მაშინ მილიც დაახლოებით 1000 მილიმეტრის სიგრძის უნდა იყოს. თუ მილი მოკლეა, ხოლო ფოკუსური მანძილი მეტი უწერია, კორექტორი იქნება გამოყენებული.
შავი სიის მეორე ნაწილში, დიდი შუქძალის ლინზებიანი ტელესკოპი-აქრომატები შედის. მათთვის აქრომატული აბერაციებია დამახასიათებელი – ფერადი ჰალო, რომელიც ელვარე ობიექტებს შემოფარგლავს(მთვარე, პლანეტები). რაც უფრო დიდია ლინზიანი ტელესკოპის ფიკუსური მანძილი, იგივე დიამეტრის ობიექტივით, მით უფრო სუსტია და მცირე ქრომატული ჰალო. ქრომატიზმისგან თავისუფალია სარკეებიანი(რეფლექტორი) და სარკე-ლინზებიანი ტელესკოპები, ასევე აპოქრომატული რეფრაქტორები(ლინზიანი ტელესკოპი).
შავ სიაშია ძალიან მცირე დიამეტრის ტელეკსოპებიც, 60 მილიმეტრზე მცირე(როგორ მუშაობს ტელესკოპი; როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი?; საუკეთესო ბინოკლები ასტრომოყვარულისთვის).
რეფლექტორები:
Bresser Pluto 114/500 EQ
Bresser Pluto II 114/500 EQ (carbon)
Bresser Pollux 150/1400 EQ2 (carbon)
Bresser Pollux 150\1400
Bresser Junior Dobson 76/350
Bresser National Geographic 114/500
Celestron FirstScope 76
Celestron Powerseeker 114 EQ
Sky-Watcher BK1149EQ2, Meade Polaris 114.
Celestron Powerseeker 127 EQ
Celestron Firstscope 114EQ Compact
Celestron AstroMaster 114 EQ
Celestron Astromaster 130 EQ, Celestron AstroMaster 130EQ-MD
Celestron 114LCM
Celestron NexStar N 114/1000 SLT GoTo
Celestron NexStar 130 GT-SA
Celestron Astromaster 76 EQ
Celestron EXPLORASCOPE 114AZ TELESCOPE
Dicom N750150-EQ3 Nibiru 750×150-EQ
DICOM Nibiru 800×203-EQ4 (N800203-EQ4)
DOFFLER T1141000
Fancier F1400150EQIII-A
Fancier F800203EQIV
iOptron SmartStar-G-N114
JJ-Astro Astroman AutoTrack 114×500
Kon-Tiki 76/100
Konus KonusMotor 130
Konus KonusMotor 500
Levenhuk Skyline 120×1000
Levenhuk Skyline 114×1000 EQ
Levenhuk Strike 100 PLUS
Levenhuk Strike 120 PLUS
Levenhuk Skyline 130х900 EQ
Levenhuk Astro L220 EQ
Meade 114EQ-ASTR
Meade StarNavigator 114
Meade DS-2130
Meade DS-2114
Meade Polaris 127
Meade Polaris 130
Meade StarNavigator 130 мм
Meade Reflector 114/1000 EQ
National Geographic 76/350 Dobson
National Geographic 114/500 Compact
NATIONAL GEOGRAPHIC NEWTON TELESCOPE 130/650 SPH
Omegon 150/750 EQ-3
Omegon 114/900 EQ-1
Orion SpaceProbe 3
Pentaflex Reflector 130/1000 GOTO
Pentaflex Reflector 114/500 EQ1
RBT T800203
RBT T1141000
Seben 1000-114
Seben Big Boss 1400-150 EQ3
Sky-Watcher BK Dob 76
Sky-Watcher BK1141EQ1
Sky-Watcher BK1145EQ1
Sky-Watcher Skyhawk-114/1000 EQ-1
Sky-Watcher BK1149EQ1
Sky-Watcher BK1309EQ2
SIGETA ME-150 150/750 EQ3
Sigeta ME-200
Sigeta ME-200 EQ4
Sturman F500114 EQ3-M
STURMAN 1400150
Sturman HQ 1000114 EQ1
STURMAN F900114 EQIII
Sturman 750150
Synta NBK130650EQ2
Synta BK1149EQ1
Synta Dob 76/300 Heritage
TS Optics Starscope 150/750mm Newton
TS Starscope1306 — 130/650
TS Newtonian 150/1400mm on Mount EQ3-1 Megastar1550
Konus motor-130
Veber PolarStar 1000/114 EQ
Veber PolarStar 1400/150 EQ
Veber PolarStar 1400/150 EQ
Veber 1400/150 EQ
Veber PolarStar 800/203 EQ
რეფრაქტორები:
Bresser Messier AR-152S/760 (EXOS-2/EQ5)
Bresser Junior 50/600 silver
Bresser RB-60 60/700
Bresser Junior Lunar 60/700 AZ
Bresser National Geographic 70/350 Go
Bresser Junior 70/350 ETX-70
Bresser Junior 60/350 GOTO
Bresser AR-102/600 EQ-3 AT3 Refractor
Celestron PowerSeeker 50AZ
Celestron PowerSeeker 50 TT
Celestron Travel Scope 70
Celestron Powerseeker 60 EQ
Celestron Powerseeker 80 EQ
Celestron NexStar 102 GT-SA
Celestron NexStar 102 SLT
Celestron INSPIRE 100AZ REFRACTOR TELESCOPE
DOFFLER T50600
DOFFLER T40070
Eastcolight 9920
Eastcolight 32021
Eastcolight 3066
Eastcolight 2380
iOptron Astroboy
iOptron SmartStar-G-R80
iOptron SmartStar-A-R80
Levenhuk Skyline 80х400 AZ
Levenhuk Strike PLUS 90
Levenhuk SkyMatic 105 GTA
Levenhuk Strike NG 50
Levenhuk ფიქისრებული — არამდგრადი სადგარი, არ აქვს მიკრომეტრული ხრახნები, გადაჭარბებული ფასი.
Levenhuk LabZZ T1
Levenhuk LabZZ T2
Levenhuk LabZZ MT2
Levenhuk LabZZ MTВ3
Meade ETX-60, ETX-70, ETX-80
Meade Infinity 80 мм
Meade Polaris 80 – სუსტი სადგარი.
Meade Infinity 102 мм
National Geographic Refractor 70/350 StarTracker GOTO
Orion AstroView 100 мм EQ
Orion AstroView 120ST EQ
Paralux Lunette 70/350
RBT T40070
RBT T50600
Sigeta Tucana 70/360
Sigeta Volans 70/400
Sigeta Libra 80/400
Sky-Watcher BK804AZ3
Sky-Watcher BK1206AZ3
Sky-Watcher 1206EQ3-2
Sky-Watcher BK 1025 AZ3
Sky-Watcher 1025 EQ1
Sky-Watcher 150750
Sturman HQ 40080 AZ3
STURMAN HQ2 40070AZ
Sturman F600102 EQ4
Synta Sky-Watcher BK 804AZ3
Synta protostar 50 AZ
Veber 900/90
Veber PolarStar 900/90 EQ8
Veber 900/90
Veber 700/70
Veber PolarStar 700/70 AZ
Veber 700/70
Veber 400/80
Veber F70060TXII
Veber 350/60
კატადიოპტრიკები:
Deepsky Mak 60 — ბლენდა მოხსენით მეორე სარკეზე, 40 მილიმეტრამდეა ასე შეზღუდული.
სია კიდევ გაიზრდება!
Celestron C70 Mak
Veber MAK 1000/90
სხვა:
ბარლოუს ლინზა Levenhuk A3x — Sky-Watcher 3x, 1,25″ — პლასტმასის კორპუსი, დაბინდული ლინზა, ამაზრზენი ხარისხი.