უცნაური მოვლენები, წამის მეათასედის ხანგრძლივობით, რომლებიც პირველად 2007 წელს აღმოჩენეს(სიგნალები ირმის ნახტომის გარედან), შესაძლებელია, სულაც არ უკავშირდებოდეს ადგილებს, რომლებსაც ასტრონომები მათ წარმომავლობას მიაწერენ(Monthly Notices of the Royal Astronomical Society).
„ჩვენი ვარაუდით, სწრაფი რადიოანთებები არც ისე ეკზოტიურები არიან, როგორც ადრე გვეგონა“ – ამბობს ავი ლიობი, ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრიდან(ა.შ.შ.).
აქამდე ჩვენთვის მხოლოდ 6 სწრაფი რადიოანთებაა ცნობილი. მათი გაჩენის პროგნოზირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამიტომ მონაცემთა არქივს მივმართეთ. ყოველი მათგანი ერთჯერადად იქნენ აღმოჩენილნი, რის გამოც მათზე რაიმე სახის დაკვირვების ჩატარება ძალიან ძნელი საქმე იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე: უბრალოდ, დიდი ხანი არ არის რაც ჩვენ ცის ყურადღებით თვალთვალი დავიწყეთ.
ამ რადიოანთებების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა: იმისათის, რომ დამზერადი თვისებები შეიძინონ, დედამიწისკენ მომავალ გზაზე ამ ტალღებმა ელექტრონების დიდ „კოლონაში“ უნდა გაიარონ. თუ ეს ელექტრონები გალაქტიკათშორის სივრცეში არიან გაბნეულნი, მაშინ რადიოტალღები მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდან მოვიდნენ. თუ ჩვენ ასეთი შორეთიდან მოსული სიგნალის დაფიქსირება შევძელით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მისი წყარო ექსტრემალურად მაღალენერგიული იყო. გამა-ანთებები(ასევე შედარებით სწრაფი ანთებები უზარმაზარი ენერგოგამოყოფით) ასეთი სიხშირის რადიოტალღებს არ იძლევიან, ამიტომ ასტრონომები გაცილებით ეკზოტიკურ ობიექტებს მიადგნენ – ნეიტრონული ვარსკვლავის კოლაფსი შავ ხვრელად გადაქცევით, ანუ უკვე ნეიტრონული ვარსკვლავის დამძიმება ზღვრამდე(კომპანიონი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული გაზებით), რომლის შემდეგ მისი ხვრელად შეკუმშვა ხდება(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).
ლიობის აზრით, ეს ანთებები გაცილებით დაბალენერგეტიკული მოვლენებით შეიძლება აიხსნას, რომლებიც დედამიწიდან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენი გალაქტიკის შიგნით ხდებიან, ათასეულობით სინათლის წლის მანძილებზე მზიდან.
შესაბამისი გამოთვლების ჩატარების მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ვარსკვლავის გვირგვინში არსებული ელექტრონები, არიან რა ნაკადებად დაჯგუფებულნი, იგივე ეფექტის მოცემა შეუძლიათ, როგორიც გალაქტიკათშორის გაბნეულ ელექტრონებს, ამ რადიოტალღებისთვის უჩვეულო პარამეტრების მინიჭებით.
მიუხედავად ამისა, ჩვენს გალაქტიკაშიც, ასეთი ანთებები საკმაოდ ენერგიულმა ვარსკვლავურმა ანთებებმა უნდა წარმოქმნან.
დღეისათვის ასტრონომებმა ამ მოვლენებზე პასუხისმგებელ კანდიდატთა ორი ტიპი იციან – მცირე მასის ვარსკვლავები, წითელ ჯუჯათა პოპულაციის ნაწილი, ასევე თითქმის მზის მასის მნათობები, რომლებიც ძალიან მჭიდრო ორმაგ სისტემებში შედიან(მათ „კონტაქტურებსა“ უწოდებენ). ასეთ სისტემებში მნათობთა წყვილი ისეთ ახლო დისტანციებზე ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო, რომ მათი გაზური გარსები ერთმანეთს ეხებიან და ერთმანეთში აღწევენ, რის გამოც მათი ელვარების მნიშვნელოვანი რყევები შეიძლება მოხდეს, ოპტიკურ(ხილულ) დიაპაზონში. იქნებ, რადიოდიაპაზონშიც იგივე ხდება?
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ავი ლიობმა და მისმა კოლეგებმა სამ სწრაფ რადიოწყაროზე არსებულ მონაცემებს მიმართეს(როგორც ჩანს, აქამდე სხვა არავინ დაინტერესდა ამით)(სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე).
მეცნიერებს სიურპრიზი ელოდათ. მოვლენის ასეთი სისწრაფის გამო, მხოლოდ სამი წყაროს ადგილმებარეობის დადგენა მოხერხდა, საიდანაც რადიოგამოსხივება მოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ერთ შემთხვევაში მაინც, წყარო კონტაქტურ ორმაგ სისტემასთან ძალიან ახლოს მდებარეობდა, სადაც ორი მზისმაგვარი ვარსკვლავი საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავს, 7,8 საათიანი პერიოდით. ვარსკვლავურ წყვილამდე მანძილი 2 600 სინათლის წელია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა იმისა, რომ გამოსხივება რომელიღაც ვარსკვლავიდან მოდის, თუ ზუსტად მის უკან, გაცილებით შორს მდებარე ობიექტისგან, რთულია, თუმცა, ასტრონომთა გამოთვლებით, შეცდომის ალბათობა 5%-ს არ აჭარბებს, რაც ფიზიკისთვის სრულიად მისაღები მონაცემია, ხოლო ასე თუ ისე ასატანი, თანამედროვე ასტრონომიისთვის(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).