როგორი წარმოგვიდგება სპირალური გალაქტიკა, თუ მას გვერდიდან შევხედავთ? გალაქტიკა NGC 3628-ის მკაფიო გამოსახულებაზე მის ფართო დისკოს ვხედავთ, რომელსაც მტვრის მუქი ჩანართები კვეთს. NGC 3628 ამ შთამბეჭდავ ფოტოზე ჰამბურგერს წააგავს. დედამიწიდან 35 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე NGC 3628-ის დიამეტრი დაახლოებით 100 ათასი სინათლის წელია. გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში მისი მეზობლებია ასევე სპირალური M65 და M66, ამ სამეულს ლომის ტრიპლეტსაც უწოდებენ. კოსმოსური მეზობლების მხრიდან მოქმედმა გრავიტაციულმა ძალამ მისი დისკოს გაფართოება და გამრუდება გამოიწვია (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
სპირალური გალაქტიკა NGC 3628
Posted by