მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა იმ პლანეტათა სავარაუდო რაოდენობა დაადგინა, რომლებზეც უცხო სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. Phys.org-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია, რომ ირმის ნახტომში 300 მილიონი ასეთი პლანეტა უნდა იყოს.
მკვლევარებმა შეისწავლეს კეპლერ DR25-ის ეგზოპლანეტობის კანდიდატთა კატალოგი და მათი დედა ვარსკვლავები Gaia-დან გადმოცემული მონაცემების საფუძველზე. განხილული იყო კლდოვანი ეგზოპლანეტები 0,5-1,5 დედამიწის რადიუსით, მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა 4500-6000 გრადუსია ცელსიუსით. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ზედაპირული თხევადი წყალი.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 95 პროცენტინი ალბათობით, სიცოცხლის ჩასახვისთვის თავსებადი პირობების მქონე უახლოესი პლანეტა 20 სინათლის წლის მანძილზე (6 პარსეკი) იქნება მზიდან. 32 სინათლის წლის (10 პარსეკი) ფარგლებში დაახლოებით 4 კლდოვანი ეგზოპლანეტა მდებარეობს, რომლებიც წითელი ჯუჯის ან მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს (პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?; ეგზოპლანეტები).