არის თუ არა სხვა ვარსკვლავებთან ჩვენის მსგავსი პლანეტური სისტემები? კი, და ერთ-ერთი მათგანია სისტემა – კეპლერ-90, რომელიც ეგზოპლანეტებზე მონადირე ორბიტულმა ტელესკოპმა აღმოაჩინა – “კეპლერი“. ახლახანს, ამ სისტემაში მერვე პლანეტაც იქნა აღმოჩენილი, რითაც ის მზის სისტემას დაემსგავსა. არის სხვა მსგავსებებიც: ვარსკვლავი კეპლერ-90-იც ყვითელი ჯუჯაა, სისტემაში არის კლდოვანი პლანეტებიც, ასევე, იუპიტერისა და სატურნის ზომის გიგანტები. თუმცა, ყველა მათგანი ისე ახლოსაა დედავარსკვლავთან, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, სიცოცხლე იქ ვერ იარსებებს. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი დაკვირვებებით, ვარსკვლავიდან შორს მდებარე ცივი პლანეტებიც შეიძლება გამოვლინდეს. დრაკონის თანავარსკვლავედში მდებარე კეპლერ-90-მდე მანძილი 2500 სინათლის წელია, მისი ნათობა კი 14 ვარსკვლავურ მაჩვენებელს უტოლდება, ჩანს საშუალო სიძლიერის ტელესკოპებში. ეგზოპალნეტებზე მონადირე ახალი ორბიტული ტელესკოპი – TESS, უკვე მუშაობს, მომავალ ათწლეულში კი მას “ჯეიმს ვები” და WFIRST დაეხმარებიან (კოსმოსური ტელესკოპების მომავალი: რა იქნება ”ჯეიმს ვებისა” და WFIRST-ის მერე?).
სისტემა კეპლერ-90
Posted by