რამ გამოიწვია V838 Mon-ის უჩვეულო ანთება? გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ ვარსკვლავის გარე ფენა ძალიან გაფართოვდა, რამაც 2002 წელს ის ირმის ნახტომის ერთ-ერთ ყველაზე ელვარე ვარსკვლავად აქცია. შემდეგ, ისევ მოულოდნელადვე შეიკუმშა და ლამის გაქრა. აქამდე ასეთი ანთება არავის უნახავს, ზეახალი და ახალი ვარსკვლავები თავიანთ შემადგენელს კოსმოსში აფრქვევენ. “ჰაბლით” მიღებულ ამ გამოსახულებაზე V838 Mon თითქოს აფრქვევს კიდეც გაზს, სინამდვილეში კი ეს არის ხსენებული ანთების სინათლე, რომელიც შემომფარგლავ გაზ-მტვრის ღრუბლების კიდეებისკენ ექოსავით ვრცელდება და აირეკლება. მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარე V838 Mon-მდე მანძილი 20 000 სინათლის წელია, ხოლო მის გარშემო წარმოქმნილი სინათლის ექოს დიამეტრი დაახლოებით 6 სინათლის წელი.
სინათლის ექოს გავრცელების ილუსტრაცია.