მოდის დრო, როცა ადამიანების მიერ შექმნილი ფოლადის “სხმულები” ადამიანების გვერდით დაიწყებენ ცხოვრებას და მომავალს შეცვლიან. ნასა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ქმნის სხვადასხვა ფუნქციების და დანიშნულების მქონე რობოტებს სხვადასხვა მისიებისთვის. ამ საქმეში კი იაპონელებს ტოლს ვერავინ დაუდებს, მათ ახლახანს მანქანების მწარმოებელ ფირმა „ტოიოტასთან“ ერთად შექმნეს მოლაპარაკე რობოტი კოსმოსურ სადგურზე გასაშვებად. რობოტი სახელად „კირობო“ 4 აგვისტოს გამეგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, იქ ის კომუნიკაციას დაამყარებს ასტრონავტებთან და მათ გახალისებას შეეცდება. რობოტის ავტორი აცხადებს რომ, თუ რუსები იყვნენ პირველები კოსმოში(იური გაგარინი), ხოლო ამერიკელები პირველები მთვარეზე(ნილ არმსტრონგი), ჩვენ იაპონელები ვიქნებით პირველები(განახლებული ასიმო ჰონდასგან), რობოტების კოსმოსში გაგზავნაში. რობოტს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. ჟურნალისტების მიერ დასმულ შკითხვაზე თუ რა არის კირობოს ოცნება, მან უპასუხა: „მე მინდა შევქმნა სამყარო, სადაც ადამიანები და რობოტები ერთად შეძლებენ ცხოვრებას“(მანქანური ცივილიზაცია).
ნასამ ასევე შექმნა ახალი რობოტი, რომლსაც საერთაშორისო სადგურიდან თავად ასტრონავტები მართავდნენ და სატესტო სამუშაოებმა კოსმოსიდან დედამიწაზე, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მსგავსი ტიპის რობოტი გამოსადგი იქნება მთვარეზე, მარსზე ან ასტეროიდებზე გასაგზავნად და მათ შესასწავლად(ანდროიდმა ადამიანს კოსმოსში ჩამოართვა ხელი).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
რობოტების ერა იწყება
Posted by