სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მდინარეები მიედინება, რომლებიც დედამიწისა და ერთ დროს მარსზე მოჩხრიალე მდინარეებს საერთოდ არ ჰგავს. მეცნიერებს, ტიტანის ზედაპირის არც თუ ისე ბევრი სურათი აქვთ: დედამიწიდან გადაღებული ფოტოები ძალიან გადღაბნილია. მთავარი პრობლემა არა დიდი მანძილი, არამედ ტიტანის სქელი ატმოსფეროა, რომლის მიღმა არაფერი ჩანს. ის რაც დღეს გვაქვს, დასაშვები მოდულის, ”ჰიუიგენსის” მიერ გადმოცემული ფოტოებია. მთვარეს თუ არ ჩავთვლით, ეს, პლანეტის ბუნებრივი თანაგზავრის ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათებია.
”ჰიუიგენსის” მიერ ჩატარებული კვლევები, დაშვებისას და დაშვების მერე, ტიტანის ატმოსფროსა და ზედაპირის შემადგენელის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას. ეს ძალიან აგრესიული გარემოა, დედამიწის ატმოსფეროს მსგავსად, იქაც აზოტი დომინირებს, მეორე ადგილი კი მეთანს უკავია. ღრუბლებიცა და მდინარეებიც ამ უკანასკნელისგან შედგება. მეთანის წყარო ახლაც გამოცანად რჩება.
მდინარეთა კალაპოტები სამივე ციურ სხეულზე – დედამიწა, მარსი და ტიტანი, განსხვავებულად ფორმირდება, მით უმეტეს დედამიწაზე: მისი რელიეფი ტექტონიკური ბაქნების მოძრაობის გამო გამუდმებით იცვლება და მდინარეებიც ამ ცვლილებებს მიჰყვება. მარსსა და ტიტანზე ასეთი ბაქნები საერთოდ არ არის.
დიდი ხნის წინათ დამშრალი მარსული მდინარეების კალაპოტები მთების გასწვრივ მიდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი ფორმირება მდინარეთა კალაპოტების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ტიტანზე მეთანის მდინარეთა დინებაზე (ციური მდინარე: მინი-ნილოსი) ახლანდელი გეოლოგიური პროცესები მოქმედებდა და ახლაც მოქმედებს – ალბათ, ყინულოვანი ქერქის სისქის შემცირება, რასაც სატურნის მხრიდან მოქმედი მიზიდულობა იწვევს.