ნიუქასლის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი, ალექს ქოუვალდი,(დიდი ბრიტანეთ) მიზეზის ახსნას ცდილობს, რომლის გამოც სამყარო ე.წ. ფონ ნოიმანის ზონდებით ვერ იქნება გავსებული – რეპროდუქციის უნარის მქონე მანქანებით, რომლებიც დამოუკიდებლად ვრცელდება, მრავდლებადა ევოლუციონირებს, ახალი სივრცეების დაკავებასთან ერთად (arxiv.org).
კონცეფცია თვითაღწარმოებადი მანქანების შესახებ (მათ შორის, ხელოვნური ინტელექტითაც), ამერიკელმა მათემატიკოსმა, ჯონ ფონ ნოიმანმა წარმოადგინა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ზონდები სინათლეზე 10-ჯერ ნაკლები სიჩქარით იმოძრავებენ, ნახევარი მილიონი წლის განმავლობაში მოედებიან ირმის ნახტომს (უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები).
ამასთან ერთად, ვერც მზის სისტემაში და ვერც მის გარეთ, კაცობრიობამ ნოიმანის ზონდების აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ შეძლო. მიზეზი ორი შეიძლება იყოს– ასეთი ზონდების შექმნის უნარის მქონე ცივილიზაციები საერთოდაც არ არსებობს, ან არსებობს და არ ამჟღავნებს თავს.
ქოუვალდი შეეცადა ასეთი ზონდების არსებობის შეუძლებლობა დაესაბუთებინა. მან, დროთა განმავლობაში ევოლუციონირებადი და თვითორგანიზებადი მოდელის მაგალითი განიხილა. მისი განვითარება, როგორც ბიოფიზიკოსის მიერ მიღებული დასკვნებიდან გამომდინარეობს, აუცილებლად წააწყდება შეცდომებს, რომლებიც სისტემის მდგრადი განვითარებისა და არსებობის შემაფერხებელი პირობა იქნება: ზონდი დაზიანდება და თავისი ასლის შექმნა აღარ შეეძლება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თვითაღწარმოებადი მანქანები დიდი მანძილით ვერ გაცდება სივრცეს, სადაც მათი შემქმნელი ცივილიზაცია ცხოვრობს. ქოუვალდის ვარაუდით, თუ ფონ ნოიმანის ზონდები არსებობს, ისინი თავიანთი გაჩენის წყაროს სიახლოვეში იქნება ლოკალიზებული. კაცობრიობა იმ შემთხვევაში წააწყდება მათ, თუ დედამიწა უშუალო სიახლოვეშია მათთან (მათი და ჩვენი მსგავსების შანსი ნულის ტოლია).
მეცნიერის ნაშრომით, ფერმის პარადოქსის ახსნაც შეიძლება, რომლის მიხედვითაც, თუ გალაქტიკა და სამყარო მოაზროვნე ცივილიზაციებით არის სავსე, რატომ ვერ შევძელით მათი აღმოჩენა. სხვა მოსაზრების მიხედვით, ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის დამყარებას, უზარმაზარი კოსმოსური მანძილები და სხვა პლანეტებზე, მათ შორის დედამიწის მსგავსზეც კი, სიცოცხლის ჩასახვის მცირე შანსი აფერხებს (უცნაური რადიოექო; ”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”; უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები; სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!).