ამერიკელმა ასტრონომებმა, დედამიწასთან ახლოს გამავალი ორბიტის მქონე ასტეროიდი – 1950 DA შეისწავლეს. დადგინდა, რომ ამ ციურ სხეულს, ბრუნავს რა მაღალი სიჩქარით, ე.წ. ვან დერ ვაალსის ძალა იცავს დაშლისგან.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ასტეროიდი 1950 DA, ღორღის გროვაა, რომელსაც ხახუნისა და მიზიდულობის ძალები იცავს დაშლისგან. ბრუნვის სიჩქარის დაზუსტების მერე გაირკვა, რომ ეს მონაცემი მსგავსი სიმკვრივის სხეულის მთლიანობის შენარჩუნების ზღვარს აჭარბებს. მას რომ მხოლოდ გრავიტაცია ”ამაგრებდეს”, ასტეროიდი დიდი ხნის წინათ განადგურდებოდა. როგორც ჩანს, ასტეროიდს, ატომებსა და მოლეკულებს შორის მოქმედი მოჭიდულობის ძალები ამყარებს.
აღსანიშნავია, რომ ბრუნვის დიდი სიჩქარის გამო, ამ ასტეროიდის ეკვატორზე მოქმედი ინერციის ძალა, ფეხზე ადგომის მცდელობისას, 1950 DA-ის ზედაპირზე მყოფ ასტრონავტს ღია კოსმოსში გაისროდა.
ასტროფიზიკოსები გვაფრთხილებენ: ასტეროიდებს, რომლებსაც ვან დერ ვაალსის ძალები ”მართავს”, თუ დედამიწას საფრთხეს შეუქმნის, აფეთქება არა უსაფრთხო მტვრად, არამედ რამდენიმე, არანაკლები საშიშროების უფრო სქელ ფრაგმენტებად გადააქცევს.
ვან დერ ვაალის ძალები, მოლეკულათაშორისი (და ატომთაშორისი) ურთიერთქმედების ძალებია 10–20 კჯ/მოლი ენერგიით. თანამედროვე მეცნიერებაში ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, გამოიყენება მოლეკულების პოლარიზაციისა და დიპოლების წარმოქმნის შედეგად გაჩენილი ძალების აღსანიშნავად, არის სამი ტიპის სუსტი ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ერთობლიობა. აღმოაჩინა იოჰანეს დიდერიკ ვან დერ ვაალსმა, 1869 წელს.