რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდან

 მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობა”( ყველაზე მაგარი მანქანა…)-მ უკვე მეორედ, წითელი პლანეტის ცაში ერთი და იგივე კუდიანი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი(ამო) გადაიღო.

 ამო ჩანს ფოტოზე, რომელიც ნასას კუთვნილი მარსმავლის – ”ცნობისმოყვარეობა”(MSL – მარსის შემსწავლელი ლაბორატორია)-ს უკანა ნაწილზე დამონტაჟბულმა ფართოკუთხიანმა კამერა Rear Hazcam-მა გადაიღო. მისი კონტურები გადღაბნილია, თუმცა კარგად ჩანს კონუსი, რომელიც რაკეტის გამონაბოლქვსა თუ ინვერსიულ კვალს ჰგავს.

 კონუსი ქვემოთ არის მიმართული. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ობიექტი რეაქტიულ ძრავაზე მუშაობს.

 ფოტო 2014 წლის 21 მაისს იქნა გადაღებული(636-ე მარსული დღე), 15 სთ. 27 წთ. 34 წმ-ზე. ზუსტად ასეთივე ამო კადრაში ადრეც მოხვდა. მაშინ, წინა ნაწილზე დამონტაჟებულმა Front Hazcam-მა ამო 2014 წლის 5 იანვარს(504-ე მარსული დღე), 23 სთ. 26 წთ. 37 წმ-ზე გადაიღო. ობიექტი თითქოს ისევ ფრინდება, ოღონდ სხვა მხარეს, სხვა კუთხით(მარსმავლები).

UFO 2 MARSI

 ნასას ოფიციალურ საიტზე ამო-ების ორივე ფოტო აქ და აქ არის განთავსებული. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამო – გამოსახულების დეფექტია, თუმცა დანარჩენ დღეებში მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა(რა დახოხავს მარსზე?;ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.