მარსული ანალემა „ოპორტუნიტისგან“

 მთელი მარსული წლის განმავლობაში, მარსმავალი „ოპორტუნიტი“, მარსულ ცას უყურებდა და ყოველ მარსულ სამ დღეში, 11 სთ. 02 წთ-ზე იქაური დროით, თითო ფოტოს იღებდა. შედეგად, რა თქმა უნდა, მან მარსული ანალემა მიიღო, რომელსაც წარმოდგენილ სურათზე ვხედავთ. ეს მრუდი მზის გადაადგილებას გვიჩვენებს წლის განმავლობაში, რომელიც წითელ პლანეტაზე 668 მარსული დღე-ღამე გრძელდება. ზენიტისკენ მიმართული ფართოკუთხიანი ობიექტივით (თევზის თვალი) მიღებული გამოსახულება შედგენილია ფოტოებით, რომლებიც მარსმავალმა დედამიწის კალენდრის მიხედვით, 2006 წლის 16 ივლისიდან, 2008 წლის 2 ივნისის ჩათვლით გადაიღო. ჩრდილოეთი ზემოთ მდებარეობს, ხოლო თვითონ მრუდი, 2007 წელს გადაღბულ კრატერ ვიქტორიას ლანდშაფტითა და ცის პანორამით არის გარსშემორტყმული. რუხი მარსული ცა სპეციალურად არის გაშავებული ანალემასთან, რათა მზის ყოველი მდებარეობა უკეთსად გამოჩნდეს. დედამიწის ანალემისგან განსხვავებით, რომელიც რვიანს ჰგავს, მარსულ ანალემას მსხლის ფორმა აქვს, რადგან წითელ პლანეტას იგივე დახრილობა გააჩნია, თუმცა, მისი ორბიტა უფრო ელიფსურია.analena marsze როცა მარსი შორსაა მზიდან, ეს უკანასკნელი ცაზე უფრო ნელა გადაადგილდება, ამიტომ მრუდის ერთი ნაწილი უფრო მახვილი გამოდის. მზესთან სიახლოვისას, მნათობის ხილული გადაადგილება წაგრძელებულსა და მრგვალ მრუდს შემოწერს. ზოგიერთ დღეებში მარსმავალი ფოტოების გადაღებას კვლევითი სამუშაოების ჩატარების გამო ვერ ახერხებდა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.