”არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რამდენს ხანს შეიძლება იარსებოს ჩვენის მსგავსმა ტექნიკურმა ცივილიზაციამ – 200, 5000 თუ 50 000 წელი? ნუთუ ჩვენ პირველი და ერთად-ერთი ტექნოლოგიური ორიენტაციის ცივილიზაცია ვართ სამყაროს არსებობის ისტორიაში? თუ არა, ვალდებულნი ვართ კი ჩვენ, ვეძებოთ სხვა სახეობების აღმავლობისა და დაცემის კვალი?”- ამბობს როჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ადამ ფრენკი.
კლიმატის ცვლილებას, ოკეანეების დაბინძურებასა და სახეობათა გადაშენებას ცივილიზაციის განადგურება შეუძლია, სხვა მეცნიერების აზრით, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, წარმოება შეზღუდვების გარეშე უნდა განვითარდეს. ორი ასტროფიზიკოსის მიერ ჩატარებულ კვლვაში ნათქვამია, რომ ეს საკითხები შემეცნებითი გზით შეიძლება გადაწყდეს, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით დედამიწასა და გალაქტიკის სხვა პლანეტებზე.
ნამუშევარში, რომელიც 2014 წლის ბოლოს ჟურნალ Anthropocene-ში გამოჩნდა, ფრენკი და მისი თანაავტორი ვუდრაფ სალივანი ახალი კვლევითი პროგრამის შექმნისკენ მოგვიწოდებენ, რომელიც კაცობრიობის მომავლთან დაკავშირებულ საკითხებს, პასუხს ასტრონომიულ კონტექსტშიც გასცემს.
ფრენკმა და სალივანმა საკითხზე მუშაობა დრეიკის ფორმულიდან დაიწყეს, რომელიც სამყაროში განვითარებული ცივილიზაციების რაოდენობის შეფასებისთვის გამოიყენება. განტოლების საკუთარ ვერსიაში ავტორები ”ენერგოტევადი ტექნოლოგიების მქონე სახეობების”(SWEIT) არსებობის ხანგრძლივობაზე კონცენტრირდნენ. ფრენკმა და სალივანმა გამოითვალეს, რომ თუ ასეთი ”მაღალტექნოლოგიური” ცივილიზაციების გაჩენის შანსი იქნება 1 ტრილიონზე, კოსმოსის ”ადგილობრივ” რეგიონში მდებარე პლანეტებზე 1000-მდე ასეთი ცივილიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო, სამყაროს არსებობის ისტორიაში(ეკზოპლანეტები).
დინამიური სისტემების თეორიის გამოყენებით, ავტორები სხვადასხვა SWEIT-ის ევოლუციის ტრაექტორიების მოდელირებას შეეცადნენ. იმის გამო, რომ სახეობის მოსახლეობა და მათ მიერ მოხმარებული ენერგია იზრდება, პლანეტისა და მისი ატმოსფეროს შემადგენელი, დროის დიდი ინტერვალებით იცვლება.
პლანეტათა სიცოცხლისათვის თავსებადობის შესწავლა, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ცივილიზაციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ შევადაროთ სიცოცხლის სხვა შესაძლებელი ფორმები, ჩვენთვის ცნობილ ერთად-ერთ დედამიწისეულ ფორმებს. ფრენკის აზრით, მათი არსებობის საშუალო დროის დასადგენად, ეს არც არის საჭირო.
”თუ ისინი სამუშაოს შესასრულებლად ენერგიას იყენებენ, მაშინ ენტროპიასაც აწარმოებენ. არა აქვს მნიშვნელობა, თავზე ანტენების მქონე არსებები არიან თუ ერთუჯრედიანი ორგანიზმები კოლექტიური ზეინტელექტით. ენტროპია ასეთ შემთხევვაში ისეთ ძლიერ ზეგავლენას მოახდენს პლანეტაზე, რომ ამას დედამიწიდანაც შევამჩნევთ” – ამბობენ კვლევის ავტორები(უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები; კოლაფსი ყველა კვალს წაშლის)