ჯეფერსონის ლაბორატორიის მკვლევარებმა, ექსპერიმენტულად პირველად,
პროტონის, ნეიტრონის(ატომი), ასევე ზედა და ქვედა კვარეკების სუსტი მუხტი გაზომეს(Jefferson Lab). სუსტი მუხტების მნიშვნელობები ახალი ექსპერიმენტული მონაცემებით დაზუსტდა. ავტორებმა, ჯერჯერობით, არსებული ინფორმაციის მხოლოდ 4% დაამუშავეს. შემდგომი გამოთვლები, რომლებიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება, საძებნელი სიდიდის კიდევ უფრო ზუსტ მაჩვენებელს მოგვცემენ.
სუსტი ურთიერთქმედება – ერთ-ერთი ფუნდამენტური ურთიერთქმედება სამყაროში, გრავიტაციულ, ელექტრომაგნიტურ და ძლიერ ურთიერთქმედებებთან ერთად. თუმცა ის სუბატომურ მანძილებზე მოქმედებს, ჩვენ, მისი არსებობა მაკროსამყაროში შეგვიძლია დავინახოთ: სუსტი ურთიერთქმედება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბირთვულ რეაქციებში, სამყაროს ფონური გამოსხივების ნაწილი სწორედ მის ხარჯზე არსებობს.
ექსპერიმენტი Q-weak ბირთვული ფიზიკის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა, რომლებიც სუსტი მუხტის გასაზომად 10 წლის წინათ გაერთიანდნენ. ნუ აურევთ მას ელექტრულ მუხტში. სუსტი მუხტი, აღინიშნება Qpw, ახასიათებს ძალათა სიდიდეს, რომლებიც პროტონზე სუსტ ურთიერთქმედებაში მონაწილეობის დროს მოქმედებენ. სუსტი მუხტის ექსპერიმენტული გაზომვა სტანდარტული მოდელის კიდევ ერთ გამოცდად იქცა, რომელიც მის სიდიდეს წინასწარმეტყველებდა.
მკვლევარებმა ექსპერიმენტის მსვლელობისას მაღალი ინტენსივობის გრძივად პოლარიზებული ელექტრონების კონა თხევადი წყალბადით შევსებული ავზისკენ მიმართეს. ის ელექტრონები, რომლებიც ისე დაეჯახნენ პროტონბს, რომ პროტონი არ დააზიანეს, მცირე კუთხეებით გადაიხარნენ. მძლავრმა ელექტრომაგნიტებმა ეს ელექტრონები სიმეტრიულად განლაგებული 8 დეტექტორისკენ მიმართეს.
სუსტი ურთიერთქმედება არაფერია ელექტრომაგნიტურთან შედარებით. პირობითად რომ ვთქვათ, მილიონ ელექტრონზე, რომლებიც პროტონთან ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში შედიან, მხოლოდ ერთი შემოიფარგლება სუსტი ურთიერთქმედებით. ფიზიკოსებმა სუსტი ურთიერთქმედების ისეთი იშვიათი შემთხვევები დააფიქსირეს, ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალების პრინციპული განსხვავებების გამოყენებით, რომ ეს უკანასკნელნი ფიზიკური სიდიდეების ისეთ თვისებას ცვლიან, როგორიც სივრცული სისწორეა(P, parity). ასე რომ ვთქვათ, სუსტი ურთიერთქმედება მარჯვენას მარცხენაზე ცვლის და პირიქით. ”გადაბრუნებული” სივრცული სისწორის სამყაროში ელექტრონები მარჯვენა სპინით(ატომი) ისვე მოიქცევიან, როგორც მარცხენას შემთხვევაში – ოღონდ თუ საუბარი ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას ეხება. ელექტრონული კონის პოლარიზაციის მიმართულების შეცვლით საწინააღმდეგოზე, ექსპერიმენტის სხვა დანარჩნი პარამეტრების შენარჩუნებით, მეცნიერებს შედეგებს შორის ასრებული განსხვავება შეუძლიათ გამოავლინონ და ამ ასიმეტრიის მიხედვით სუსტი ურთიერთქმედების ეფექტზე იმსჯელონ. პრობლემა იმაშია, რომ გაზომვები მაღალი სიზუსტით უნდა ჩატარდეს – ასიმეტრია ისეთი მცირეა, როგორც ქაღალდის ფურცლის სისქე ეიფელის კოშკის სიმაღლესთან შედარებით.
Q-weak-ის თავდაპირველი შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ Qpw -ს მნიშვნელობა სტანდარტული მოდელით ნაწინასწარმეტყველევს შეესაბამება. თუმცა, ინფორმაციის საერთო მოცულობა, რომელიც ექსპერიმენტისას დაგროვდა, უკვე დამუშავებულს 25-ჯერ აღემატება. საბოლოო შედეგი სტანდარტული მოდელის უფრო მკაცრი ექსპერიმენტული გამოცდა იქნება(პროტონის ზომამ ფიზიკოსები საგონებელში ჩააგდო).