2024 წლის დასაწყისში, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კვაზარი აღმოაჩინა, რეკორდული ზომის ჭავლებით (“ჯეტი”) – 7 მპს (23 მილიონი სინათლის წელი). ობიექტს ეწოდა პორფირიონი, ძველბერძნული მითოსის ყველაზე ძლევამოსილი გიგანტის სახელი. ჭავლების აღმოჩენა ევროპის გრძელტალღიანი რადიოტელესკოპების მასივის, LOFAR-ის საშუალებით მოხერხდა. ეს არის ზეგრძელი ბაზის მქონე ინტერფერომეტრი, ტელესკოპებით ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ბულგარეთში. კვაზარის წითელი წანაცვლება 0,9-ს უტოლდება, ანუ იქამდე მანძილი 7,5 მლრდ. წელია.
კვაზარები, გალაქტიკების აქტიური ბირთვებია, რომელთა ცენტრში, მატერიის ინტენსიურად აკრეციის (შთანთქმა) პროცესში მყოფი ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. ასეთი აკრეციული დისკო, მშობლიურ გალაქტიკაზე ელვარეა, ათასჯერ მეტად, ვიდრე ჩვენი გალაქტიკა. დისკო, შავი ხვრელის ეკვატორის სიბრტყეზეა ორიენტირებული, ხოლო დამუხტული ნაწილაკებისგან (პლაზმა) შემდგარი ჭავლები, მის მართობულად ამოიტყორცნება საწინააღმდეგო მიმართულებებით.
ჭავლების ზომები განსხვავებულია, ხოლო გიგანტებიდან ყველაზე ცნობილია რადიოწყარო გედი А. მისი ჭავლების ზომა მილიონ სინათლის წელს არ აღემატება, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც გაცილებით ახლოს მდებარე, 25-ჯერ შემცირებული პორფირიონის მოდელი.
კვლევის ავტორთა აზრით, ასეთი მძლავრი ჭავლი იმაზე მიუთითებს, რომ ეს გამონაფრქვევი საკმაოდ გაიშვიათებულ სივრცეში მოძრაობს, ანუ კვაზარი არ უნდა მდებარეობდეს გალაქტიკების ჯგუფში. ფილამნეტიდან (გალაქტიკების ზეგროვებისგან შემდგარი სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა (ძაფი, აბლაბუდა)) ჭავლს ის ახლოს მდებარე ვოიდში (გალატიკებისგან თითქმის თავისუფალი გიგანტური სივრცე) ისვრის.
ახალი აღმოჩენა იმით არის მნიშვნელვანი, რომ ასეთი ჭავლები ზომით მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების ელემენტების სადარია, თან ისინი, მაშინ, ორჯერ პატარა ზომისა იყო, ვიდრე ახლაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი ჭავლები, ვოიდებს, რომლებიც სამყაროს მოცულობის უმეტეს ნაწილს შეადგენს, მაღალი ენერგიის ნაწილაკებით ავსებენ და მაგნიტურ ველებს აღძრავენ მათში. სტატიის ავტორების თქმით, ყოველ ვოიდზე თითო ჭავლის მოდის, რომელიც მასში ნაწილაკებს აფრქვევს (ცარიელი სამყარო).
შავი ხვრელის მაგნიტოჰიდროდინამიკური მექანიზმის მოდელირება.
საინტერესოა თვითონ “ცენტრალური მანქანის”, ანუ კვაზარის პარამეტრები. ამის დადგენა ძალიან რთული ამოცანაა და ბევრ დამატებით დაშვებებს მოითხოვს. კვლევის ავტორებმა ასეთი მონაცემები მიიღეს: კვაზარიდან ამოფრქვეულმა მაღალენერგიულმა ელექტრონებმა, მილიარდი წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარიდი Мс2 მზის ენერგია წაიღეს თან.
ეს პარამეტრები უკიდურესად ექსტრემალურად გამოიყურება, შესაძლოა გადაჭარბებულიც იყოს, ან შესაძლოა მუშაობს დამატებითი მექანიზმიც – გრძელი ჭავლი არა მაგნიტოჰიდროდინამიკური ნაკადით წარმოიქმნება, არამედ ტერაელექტრონვოლტობით ენერგიის მქონე გამა-კვანტებით, რომლებიც ჭავლების ძირშივე გამოსხივდება. ასეთ შემთხვევაში, წყაროს პარამეტრებისადმი მოთხოვნები ნაკლებად ექსტრემალური ხდება. ამითვე აიხსნება ჭავლების სწორხაზოვანი გავრცელება ასეთ უზარმაზარ მანძილზე.
პორფირიონი ზუსტად მაგნიტოჰიდროდინამიკურ ჭავლს ჰგავს: შუაში ნათელი კვანძი და ბოლოებზე ცხელი წერტილები. სავსებით შესაძლებელია, რომ ორივე მექანიზმმა იმუშაოს: გამა სხივების ნაკადი, ჭავლს, გალაქტიკათშორის სივრცეში „გვირაბის გათხრაში“ ეხმარება, რითაც ჭავლის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს ამცირებს (რადიოგალაქტიკები).