ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა(იაპონია, ჩეხეთი და უნგრეთი) აღმოაჩინა, რომ გალაქტიკათა შორის სივრცეში არსებული ცხელი გაზის შემადგენელში რკინის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რკინისა და სხვა მძიმე ელემენტების ძირითადი მასა მანამდე წარმოიქმნა, სანამ პირველი გალაქტიკები და მათი გროვები დაიწყებდა ფორმირებას, ანუ 10 მილიარდზე მეტი წლის წინათ.
კვლევაში შესწავლილი იქნა ცხელი გაზი, რომელიც ათამდე მეზობელ გალაქტიკათა გროვებს შორის სივრცეს ავსებს. აღმოჩნდა, რომ რკინისა და სხვა მძიმე ელემენტების კონცენტრაცია ამ გაზში, მზიური მატერიის იგივე მონაცემის მესამედია. ეს ელემენტები პირველი მასიური ვარსკვლავების თერმობირთვულ ღუმელში იქნა წარმოქმნილი და შემდეგ ამ ვარსკვლავთა ზეახლებად აფეთქებების შედეგად გაიფანტა კოსმოსურ სივრცეში, ასევე, ზემასიური ხვრელების ანთებების დროს, მათ მიერ დიდი მასების შთანთქმის მომენტში(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია).
თეორიის თანამხმად, დიდი აფეთქების დროს მხოლოდ წყალბადი, ჰელიუმი და ძალიან მცირე რაოდენობით ლითიუმი გაჩნდა(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი), ხოლო ყველა დანარჩენი ელემენტები ზემოთ ხსენებულ მასიურ ვარსკვლავებში სინთეზირდა. თუმცა, სამყაროს სივრცეებში ამ ელემენტთა ერთგვაროვანი განაწილება ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა(როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).
”მძიმე ელემენტების წარმოქმნის პროცესი შორეულ წარსულში რომ არ მომხდარიყო, მაშინ რკინის კონცენტრაციის მაჩვენებელი, გროვებს შორის, ძალიან ცვალებადი იქნებოდა. დამზერადი ერთგვაროვანი გავრცელება კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ელემნტები ყველაზე პირველმა ვარსკვლავებმა გამოიმუშვა” – ამბობს კვლევის მონაწილე ონდრეჯ ურბანი, სთენფორდის უნივერსიტეტიდან.
რკინის უჩვეულოდ ერთგვაროვანი განაწილება იმასაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში, დიდი რაოდენობით ზეახლების აფეთქებებმა და შავი ხვრელების ჯეტებმა(ნაწილაკთა ჭავლი), სამყაროში, ბობოქარი ნაწილაკური ქარები წარმოქმნა, რომლებმაც მძიმე ელემენტები მთელ სივრცეში გაფანტა.