როგორ გამოიყურება მარსზე დაშვება? ატმოსფეროში შესვლის, დაშვებისა და დაჯდომის დროს მოწყობილობის მუშაობაზე სათვალთვალოდ, მარსმავალ “პერსევერენსი”-ზე კამერები იქნა დაყენებული, რომელთა საშუალებით, ვიდეო ჩანაწერის გაკეთებაა შესაძლებელი. 3,5 წუთიანი ვიდეო უზარმაზარი პარაშუტის გახსნით იწყება, რომელმაც მარსმავალი კიდევ უფრო დაამუხრუჭა. შემდეგ კი გადაცხელებისგან დამცავი ეკრანი მოიხსნა. “პერსევერენსი” დაშვებას აგრძელებს და მარსიც სულ უფრიო დიდი ხდება, ხოლო ზედაპირის გამოსახულება სულ უფრო მკაფიო. საბოლოოდ, ზედაპირიდან 20 მეტრის სიმაღლზე, ციურ ამწედ წოდებული მოწყობილობის 8 რეაქტიული ძრავა ამუშავდა, მტვრის ღრუბელში გახვეული მარსმავალი რბილად დასვა და მისგან შორს გადავარდა. ავტომატური მარსმავალი ახლა კრატერ ეზეროშია და ცდილობს იპოვოს სიცოცხლის კვალი, რომელიც სავარაუდოდ, დედამიწის მეზობელ წითელ პლანეტაზე ერთ დროს არსებობდა (კიდევ “პერსევერენსი“-ს შესახებ).
“პერსევერენსი” მარსზე ეშვება
Posted by