დღე და ღამე ამ პატარა პლანეტაზე ისევე გამოიყურება, როგორც დედამიწაზე. წარმოდგენილი პანორამა, პატარა პლანეტის პროექციაში, ფოტოების დეფორმირებული მოზაიკაა, რომელიც 360/180-ზე გრადუსს ფარავს. 33 საათიანი ფოტო-ექსპერიმენტი, უნგრეთის ასტრონომიული ასოციაციის ასტრო-ბანაკში ჩატარდა. ფოტოების სერია მზის მიერ გავლილ გზას გვიჩვენებს, 20 წუთიანი ინტერვალებით აისიდან, დაისამდე. საპირისპირო მხარეს, ვარსკვლავების 6 საათიანი კვლებია წარმოდგენილი, პოლარული ვარსკვლავით ცენტრში. უჩვეულო რკალი ღამის მხარეს, დედამიწის გარშემო ბრუნავი საერთაშორისო კოსმური სადგურის კვალია. ჰორიზონტს ქვემოთ, ასტრო-ბანაკში მყოფთა მოწითალო სინათლეები ჩანს, მთელი ღამის სიგრძის წაგრძელებული კვლებით (ქართველი ასტრომოყვარულები).
პატარა პლანეტა ასტრო-ბანაკი
Posted by