მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ მინიმუმ ორჯერ დაკარგა ატმოსფერო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი დღის ატმოსფერო საერთოდაც არ არის ისეთი, როგორიც შორეულ წარსულში იყო.
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ხდებოდა დედამიწის ისტორიაში ასეთი კოლოსალური და დრამატული ცვლილებები. ხსენებული ინსტიტუტის მეცნიერთა თქმით, ამის მიზეზი ხშირი კოსმოსური ბომბარდირება შეიძლება იყოს. თავისი პირვეყოფილი ატმოსფრო ჩვენმა პლანეტამ იმ პერიოდშივე დაკარგა, რომელშიც მისი ბუნებრივი თანამგზავრი – მთვარე, ფორმირდებოდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მთელი პირველადი ატმოსფეროს დასაკარგავად დედამიწა, მარსის ზომის ობექტს(დედამიწის ატმოსფერო თეიამ დაშალა?) უნდა შეჯახებოდა. თუმცა, თუ ასეტი რამ მართლაც მოხდა, მაშინ მისგან დარჩენილი ნაიარევიც უნდა არსებობდეს(ასტროჭრილობები; ყველაზე უფრო დიდი და ძველი კრატერის საიდუმლო).
ამ თეორიაზე უარის თქმით, მასაჩუსეთსელი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწა ათეულობით ათასი კოსმოსური ლოდებით იბომბებოდა, ზოგიერთის ზომა 25 კილომეტრსაც აღწევდა(გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა). შეჯახებისას, ცაში გიგანტური მოცულობის გაზის ღრუბლები ადიოდნენ. გაზის იმდენი რაოდენობა დაგროვდა, რომ მათ პლანეტის ატმოსფერო კოსმოსში გააძევეს.
მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი ზოგს უაზრობად შეიძლება მოეჩვენოს, ის მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო. შეგროვებული და გააანალიზებული მონაცემების თანახმად, მილიარდი წლის წინათ კოსმოსური ქვების ცვენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მზის სისტემა ამ სხეულებით იყო გადავსებული. შეიძლება ვივრაუდოთ, რომ მარსსა(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?) და ვენერასაც იგივენაირად შეეძლოთ დაეკარგათ ატმოსფერო.
სავარაუდოდ, ბომბარდირების მერე ატმოსფეროში გაჩნდნენ ახალი გაზები, რომელთაც სიცოცხლის გაჩენისათვის ხელსაყრელი პირობები შექმნეს.
რა კარგად არის სტატიებში ლინკები ხოლმე…
3 წლის განმავლობაში პირველი ხარ ვინც ეს აღნიშნა:)