ოთხკუთხედი ხვრელი და Х კლასის ანთება მზეზე

 მზიური დინამიკის ობსერვატორიამ(SDO) მზის ატმოსფეროს გარე ნაწილში კვადრატული ”ხვრელი” აღმოაჩინა. ეს არის ”კორონალური ხვრელი”, ადგილი, საიდანაც სივრცეში მზიური ქარი ამოედინება. SDO-ს მიერ გადაღებული ვიდეორგოლი 5 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით მიღებული გამოსახულებებით არის შედგენილი.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=o8cjGGri0Ts
2014 წლის 29 მარტს მზეზე Х კლასის ანთება მოხდა. ამის მოწმენი NASA-ს ოთხი კოსმოსური და ერთიც ზედაპირული ობსერვატორიები გახდნენ.

mzis nac observ
მზეზე დაკვირვების ნაციონალური ობსერვატორია(ა.შ.შ.)

  ასეთი მასშტაბის მოვლენაზე ერთდროულად სხვადასხვა ტელესკოპებით დაკვირვება ასტრონომებმა პირველად მოახერხეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიღებული მონაცემებით უკეთ გაირკვევა თუ რა არის მზეზე მიმდინარე ასეთი ძლიერი აფეთქებების კატალიზატორი. შესაძლებელია, ოდესმე, მსგავსი ანთებების პროგნოზირებაც მოხერხდეს, რითაც რადიოკავშირისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემებს მწყობრიდან გამოსვლისგან დავიცავთ(აქტიური მზე).

 ანთება შემდეგმა ტელესკოპებმა დააფიქსირეს: ამერიკული აპარატები IRIS(ზედაპირული რეგიონების გადამღები სპექტროგრაფი); SDO(მზიური დინამიკის ობსერვატორია), RHESSI(როუენ რამათის მაღალი ენერგიების მზის სპექტროსკოპული გამოსახულების მიმღები); იაპონური ”ჰინოდე”; DST(მზის კვლევის ნაციონალური ობსერვატორია, საკრამენტოს პიკი, ნიუმექსიკო, აშ.შ.).

goesr-pr
GOES

  ანთების შედეგად ზედაპირიდან ამოტრყორცნილ გიგანტურ მზიურ ღრუბელს ასევე თვალს ადევნებდნენ: STEREO(მზე-დედამიწის ურთიერთქმედების ობსერვატორია) და SOHO(მზისა და  ჰელიოსფეროს ობსერვატორია). თანამგზავრი GOES-ი ანთებას რენტგენის დიაპაზონში აკვირდებოდა, ხოლო სხვა თანამგზავრები იმ ზემოქმედებას იკვლევდნენ, რომელსაც დედამიწისკენ მქროლი ნაწილაკები იწვევდნენ(მზიური ტურბულენცია; მრისხანე მზე).

  ახლა მეცნიერები მაქსიმალურად დეტალური სურათის მიღებაზე მუშაობენ, რომელმაც უნდა გვიჩვენოს, როგორ იწყება ანთება და აღწევს მაქსიმუმს(მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.