მანათობელი გაზის გველებივით გრეხილი ძაფები ამ ნისლეულის სახელს ამართლებს – მედუზა, იგივე ეიბელ 21. ეს არის ძველი პლანეტური ნისლეული, რომელიც ტყუპების თანავარსკლვლავედში, დედამიწიდან 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. როგორც ცნობილია, პლანეტური ნუსლეული არის მზის მსგავსი ვარსკვლავის ევოლუციის ბოლო სტადია – წითელ გიგანტად გაფართოება და თეთრ ჯუჯად შეკუმშვა, გარე ფენების მოშორებასთან ერთად. ცენტრში დარჩენილი თეთრი ჯუჯის ულტრაიისფერი გამოსხივება, ნისლეულის გაზს ნათებას აიძულებს. თვითონ ვარსკვლავი, ნახევარმთვარის ფორმის ნათელი ადგილის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ღრმა ტელესკოპურ გამოსახულებაზე ჩანს ბოჭკოსებრი სუსტი ძაფები, რომლებიც ელვარე ნაწილის მარჯვენა ქვედა მხრიდან ვრცელდება. ამ მედუზის ზომა 4 სინათლის წელზე მეტია (ნისლეულები).
ნისლეული მედუზა
Posted by