ბელგიელი და ფრანგი ფიზიკოსები აპირებენ ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელშიც პარალელური სამყაროდან გადმოსული ნეიტრონების აღმოსაჩენად ბირთვული რეაქტორი იქნება გამოყენებული.
მეცნიერებმა ამ კვლევაში სამგანზომილებიანი დამზერადი სამყარო(ჩვენი სამგანზომილებიანი ბრანა), მრავალგანზომილებიანი სივრცის ნაწილად წარმოადგინეს. ეს თეორია, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნის ოციან წლებში გერმანელმა ფიზიკოსებმა თეოდორ კალუცამ და ოსქარ ქლაინმა წამოაყენეს, სიმების თანამედროვე თეორიისა და სტანდარტული მოდელის დამატებაში შედის(სიმების თეორია).
მკვლევარების აზრით, არსებობს ნეიტრონი, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ჩვენსა და მეზობელ ბრანაზე არსებული ნაწილაკების კვანტური მდგომარეობის სუპერპოზიცია(მეცნიერები პარალელურ სამყაროებს ეძებენ). გაზომვათა პროცედურების ჩასატარებლად(ამ შემთხვევაში იმის დასადგენად, სად მდებარეობს ნეიტრონი), რეაქტორში მიმავალი ბირთვული შეჯახებების გამოყენება იქნა წარმოდგენილი. როცა ნეიტრონი რეაქტორში გაჩენილ ნეიტრონებთან ურთიერთქმედებს, სუპერპოზიცია ირღვევა და ნეიტრონი გარკვეული ალბათობით ერთ-ერთ ბრანაზე შეიძლება აღმოჩნდეს. რეაქტორიდან გამოტყორცნილი ნაწილაკების(ჩვენს ბრანაზე) რეგისტრირება ჰელიუმი-3-ზე მომუშავე დეტექტორით მოხდება.
ექსპერიმენტის მთავარი ამოცანა იქნება საჭირო ნეიტრონების გამოყოფა იმათგან, რომლებიც რეაქტორში უკვე იყვნენ. ნეიტრონების საწყისი რაოდენობის დათვლა შესაძლებელია, ხოლო რეაქტორისა და დეტექტორის დაცვა ფონური გამოსხივების ზეგავლენას ნულამდე დაიყვანს.
ნეიტრონები გრავიტაციულ ველთანაც ურთიერთქმედებენ(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?). მისი მცირე ცვლილება(მაგალითად, დედამიწის ორბიტის გადახრები წრიულიდან) სუპერპოზიციის დარღვევას გამოიწვევს, რაც ერთის მხრივ, ექსპერიმენტის დროს შეიძლება გამოვლინდეს, მეორეს მხრივ, შეიძლება გამოყენებული იქნას ექსპერიმენტისთვის. დედამიწის წლიურმა მოძრაობამ თავის ორბიტაზე, ნეიტრონის მდგომარეობის გამოყოფის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ჩვენს სამყაროში მისი მდებარეობის შესაბამისი იქნება.
ექსპერიმენტისთვის გრენობლში არსებული ლაუე-ლენჟევენის ინსტიტუტის რეაქტორი იქნება გამოყენებული. ანალოგიური ექსპერიმენტი, ოღონდ ფოტონებზე, სხვა მეცნიერებმაც ჩაატარეს, თუმცა უშედგოდ(ნეიტრონის პარალელურ სამყაროში გაქცევის რეგისტრაციის მეთოდი?!; დროში მოგზაური ნაწილაკები; დროში მოგზაური ნაწილაკები).