კვლევა 75 დღე გაგრძელდა. გამოკვლეულ იქნა 40 ათასამდე გალაქტიკის სპექტრი. რადგან „ფხიზელი“ გალაქტიკების შუქი, რომლებშიც ვარსკვლვათ წარმოქმნის პროცესები ახლაც მიმდინარეობს, უფრო მოცისფროა, ხოლო „მძინარეების“ მოწითალო, მეცნიერებმა შეძლეს საკვლევი ობიექტების მდგომარეობის განსაზღვრა.
აღმოჩნდა, რომ 12 მილიარდი წლის წინათ(სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია) იყო მკვეთრად გამოხატული განსხვავება „მძინარე“და „ფხიზელ“ გალაქტიკებს შორის. ამას გარდა, როგორც თეორია წინასწარმეტყველებს, ეს უკანასკნელნი იყვნენ შესამჩნევად ბევრნი. მეცნიერთა თქმით, კვლევის დროს შუალედურ მდგომარეობაში მყოფი გალაქტიკების ძალიან მცირე რაოდენობით აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ მძინარედან ფხიზელ მდგომარეობაში გადასვლის პროცესი გალქტიკებში, ასტრონომული მასშტაბებით, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
კიტ პიკის ობსერვატორია, არიზონა, ა.შ.შ.
ნაშრომის ავტორთა მიზანია გაღვიძების მდგომარეობაში მყოფი გალაქტიკების შესწავლა. უფრო ზუსტად, მეცნიერთა შორის ამსთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო აზრი, შეუძლიათ თუ არა გალაქტიკებს პასიურიდან ისევ აქტიურ ვარსკვლავთ წარმოქმნის პროცესში გადასვლა. ნათელს ამ საკითხს ახალი კვლევები მოჰფენენ.