ფიზიკოსები ა.შ.შ-დან და საფრანგეთიდან, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის – მშვილდოსანი A*, ახლო სივრცის ნაწილზე უთითებენ, სადაც კვანტური გრვიტაციის არაპერტურბაციული(პერტურბაცია – მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობის მოულოდნელი დარღვევა; არევ–დარევა, წესრიგის მოშლა) ეფექტები მაქსიმალური უნდა იყოს(arxiv.org).
კვანტური გრავიტაციის ეფექტები, რომლებიც შეშფოთებათა თეორიის(ამოცანების ამოხსნის მეთოდი თეორულ ფიზიკაში, იმ შემთხვევისთვის, როცა ამოცანაში მცირე პარამეტრი ფიგურირებს, რომლის უგულვებელყოფით ზუსტი ამონახსნის მიღებაა შესაძლებელი. ანუ არაპერტურბაციულ რეჟიმში) ჩარჩოებში, სტანდარტული მეთოდებით აღწერას არ ემორჩილება, როგორც ჩატარებული გამოთვლებით დგინდება, ყველაზე უფრო შესამჩნევი არის მანძილზე ზემასიური შავი ხვრელის ცენტრიდან, რომელიც შვარცშილდის რადიუსის 7/6-ს უტოლდება(7/6 rS).
შვარცშილდის რადიუსი ობიექტის ზომას გვიჩვენებს, მასში მატერიის სფერულ-სიმეტრიული განაწილებით, რომლის დატოვება ფოტონებსაც(სინათლის სიჩქარით მოძარვი ელექტრომაგნიტური ველის კვანტები) კი არ შეუძლია. ეს არის ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტი, ხოლო ამ რადიუსით შემოფარგლული მასიური ობიექტი – შავი ხვრელი. მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ბოლოზე წარმოქმნილი, ე.წ. ვარსკვლავური მასების შავი ხვრელებისგან განსხვავებით, გალაქტიკების ცენტრში მდებარე შავი ხვრელები, მზეზე მილიონობითჯერ მასიურია.
მშვილდოსანი A*-მდე მანძილი 26 ათასი სინათლის წელია. ოთხი მილიარდი მზის მასის ობიექტის შვარცშილდის რადიუსი 12 მილიონ კილომეტრს აჭარბებს. დაიმზირება როგორც კომპაქტური რადიოწყარო, შვარცშილდის რადიუსზე ორჯერ მეტი ზომით.