ეს კოსმოსური მტვრის ღრუბელი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის სიბრტყის თავზე, 300 სინათლის წლის მანძილზე ლივლივებს, ირმის ნახტომის ვარსკვლავების შერეულ სინათლეს ირეკლავს. ძლივს შესამჩნევი სილუეტი, სახელად ანგელოზი, სუსტად მანათობელი და შედარებით შეუსწავლელი მოლეკულური ღრუბლის უზარმაზარი კომპლექსის ნაწილია. გალაქტიკური ფრთისებრი ღრუბლები, ჩვეულებრივ, მაღალ გალაქტიკურ განედებზე დაიმზირება, ორივე გალაქტიკური პოლუსის მიმართულებით. არეკლილი სინათლის გარდა, კვლევებით დგინდება, რომ ღრუბლები სუსტ მოწითალო ლუმინესცენციასაც წარმოქმნის, როცა ვარსკვლავთშორისი მტვრის ნაწილაკები ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს და ხილული სპექტრის წითელ ნაწილში ტრანსფორმირებას უკეთებს მას. დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე რეგიონის ღრმა და ფართოკუთხიანი ფოტო, რომელზეც ირმის ნახტომის ვარსკვლავები და უამრავი შორეული გალაქტიკაც დაიმზირება, 10 სავსე მთავრის ზომის ცის ნაწილს მოიცავს(3/5-ზე კუთხური წუთი)(ნისლეულები).
მტვროვანი ნისლეული ანგელოზი
Posted by