ორფოტონიანი ანთება ახალი თეორიების გაჩენის მიზეზი ხდება

 გასულ წელს, მკვლევარებმა, რომლებიც დიდი ადრონული კოლიდერიდან მიღებულ მონაცემებს სწავლობენ, აღმოაჩინეს, რომ პროტონების ზოგიერთ შეჯახებაში ჩნდება ფოტონთა წყვილები, რომელთა ენერგია 750 გევ-ს უტოლდება(რა არის ელექტრონვოლტი?).

 ეს მოვლენა, ერთგვარი მითითება შეიძლება იყოს სრულიად ახალი ნაწილაკის არსებობისკენ, რომლებზეც თეორიებშიც კი არაფერია ნათქვამი. თეორიული ფიზიკის წარმომადგენლებმა, ეს აღმოჩენა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს და ახალი თეორიების შემუშავებას შეუდგნენ, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერული ნამუშევრებითაც არის გამყარებული. ერთი მოვლენა, ასობით ახალი თეორიის შექმნის მიზეზი გახდა, რაც თავისებურ რეკორდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. აი ზოგიერთი მათგანი:

 ორფოტონიანი ანეთება სხვა ნაწილაკებთან სუსტად ურთიერთქმედი ბოზონის(ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკი) არსებობისკენ მიუთითებს. ეს ბოზონი, ჰიპოთეტური ფერმიონის(მატერიის შემადგენელი ნაწილაკი) – ე.წ. გოლდსტინო, სუპერსიმეტრიული ”პარტნიორია”(სუპერსიმეტრია(მოკლედ)).

  ეს არის პიონის(შედგება ეგზოტიკური კვარკებისგან) მსგავსი ბოზონის არსებობის მტკიცებულება, რომელიც ელემენტრაული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელში არა რის და ძლიერი ურთიერთქმედების ახალი ტიპის არსებობისკენ შეიძლება მიუთითებდეს(ატომი).

 ახალი ბოზონი, ექსვჯერ მეტად მასიური უნდა იყოს, ვიდრე ჰიგსის ბოზონია და ახალი ტიპის ფერმიონებთან აქვს კავშირი.

 დეტექტორების მიერ დაფიქსირებული ორფოტონიანი ანთება, რაღაც მასიური ნაწილაკების დაშლისკენ მიუთითებს. ამასათნ ერთად, ორ ფოტონს, ასეთი დაშლის პროდუქტებს, ერთმანეთთ არანაირი კავშირი არა აქვს და ცალ-ცალკე, დაუწყვილებლად უნდა განვიხილოთ.

 მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მონაცემები, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული, ამ თეორიების უარყოფს ან დამტკიცებს. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს მოვლენა შემთხვევითობა, ხარვეზი ან ”ხმაური” იყოს, განპირობებული ცდომილებებით გაზომვებში. თუ ასეა, თეორეტიკოსების მიერ ჩატარებული ტიტანური მოცულობის შრომა, უაზრობად გადაიქცევა(დიდი ადრონული კოლაიდერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.