მარსულ ქარს კოსმოსური აპარატის გადაბრუნება არ შეუძლია. თუმცა, მცირე გრავიტაციის პირობებში, ქარის მიერ აღებული ძალიან წვრილი მტვერი, ზოგჯერ, მთელ პლანეტას მოიცავს ხოლმე, რაც ახლა წითელ პლანეტაზე დაიმზირება. ცნობისმოყვარე მარსმავალმა ეს ავტოპორტრეტი(NASA, JPL-Caltech, MSSS) 15 ივნისს გადაიღო(2082 სოლი, მარსული დღე-ღამე). ქვიშის ქარიშხალმა მზის სინათლე შეასუსტა, შესაბამისად, ხილვადობაც გეილის კრატერში, რომელშიც ახლა მარსმავალი დგას. კამერა MAHLI, აპარატის მექანიკური “ხელის” ბოლოზეა დაყენებული, ის გამოსახულების დამუშავებისას ამოჭრეს. ბოლოს ჩატარებული ბურღვის კვალი მარსმავლის წინ და ოდნავ მარცხნივ ჩანს. გეილის კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდე უკანა შორეულ ფონზე იკარგება, იქამდე მანძილი 30 კილომეტრია. “ცნობისმოყვარეობის“(Curiosity) ენერგიის წყარო რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორია, ქვიშის ქარიშხლის მტვერი მის ფინქციონირებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მეორე მარსმავალი – “ოპორტუნიტი“, მზის ენერგიაზე მუშაობს, ამიტომ კრატერ ინდევორის დასავლეთ კიდესთან მდებარე აპარატმა მუშაობა სეწყვიტა(პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).
მტვრიანი “სელფი”
Posted by