მოჯადოებული წრეების საიდუმლო ამოხსნილია

 მეცნიერთა მტკიცებით, ნამიბიური „მოჯადოებული წრეები“, რომლებიც ბიოლოგთათვის გამოცანას წარმოადგენს, ბალახის თვითორგანიზაციის ხარჯზე ჩნდება. ამ ჰიპოთეზის დამტკიცება ანალოგიურ ფენომენზე დაყრდნობით მოხერხდა, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს(Proceedings of the National Academy of Sciences).

 ნამიბიური „მოჯადოებული წრეები“, ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მანძილით დაშორებული, ბალახით შემოფარგლული შიშველი მიწის წრეებია. ეს წარმონაქმნები ქვეყნის მშრალ რაიონებში გვხვდება და მეცნიერები მათ ბუნებაზე ახლაც კამათობენ.

 სტეფან გეთცინმა და მისმა კოლეგებმა, ანალოგიური სტრუქტურები ავსტრალიის ერთ-ერთ რაიონში აღმოაჩნეს – ყველა წრე, 50 მეტრამდე მასშტაბებში, ან უფრო დიდ სივრცეზე, ექსვკუთხედებშია განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ „მოჯადოებული წრეების“ წარმოქმნას ტერმიტების მოღვაწეობას მიაწერენ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ავსტრალიაში ეს ფიგურები თვითორგანიზაციის გზით ჩნდება.

httpv://youtu.be/Ak3XK9sC1Vg

 საველე კვლევები, დისტანციური გადაღებები, მათემატიკური და სივრცული მოდელირება გვიჩვენებს, რომ არსებობს დადებითი უკუკავშირი ბიომასასა და ნალექებს შორის. მეცნიერთა ზრით, კანონზომიერი ფორმების(პატერნები) თეორია, ზუსტად აღწერს წყლის მოძრაობას მშრალ ეკოსისტემებში. ხეებით დაუფარავ ადგილებში, ნალექი შემომფარგლავი ბალახისკენ მიედინება და მის ზრდას ასტიმულირებს, რასაც გარკვეული ფორმის სტრუქტურების ფორმირებამდე მივყავართ.  ეს პროცესი არც ბალახის სახეობაზეა დამოკიდებული და არც ნიადაგის ტიპზე.

 ნამიბიაში(ასევე ანგოლასა და სამხ. აფრ.რესპ. ზოგიერთ რაიონში), „მოჯადოებული წრეები“ სახეობათა მინიმალური მრავალფეროვნების მქონე ადგილებში ჩნდება(Stipagrostis). ამ დრომდე, ყველაზე უფრო გავლენიანად, ტერმიტებთან დაკავშირებული ჰიპოთეზა ითვლებოდა. მისი მომხრეების მტკიცებით, თერმიტების(Psammotermes allocerus) ასეთნაირი კვება, მათთვის ხელსაყრელი პირობების მქონე გარემოს ქმნის.

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.