კუროს ბნელი ნისლეულები

 ზოგჯერ, უშფოთველი სილამაზე ვარსკვლავთშორის სივრცეშიც შეიძლება იმალებოდეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, კუროს თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ფოტოზე წარმოდგენილი მტვროვანი ჩანართები, პლეადებსა და ნისლეულ კალიფორნიას(1) შორის მდებარეობს. ეს მტვერი, არა ელვარებით, არამედ თავისი სიმუქით არის ცნობილი. ჩანს რანმდენიმე კაშკაშა ვარსკვლავიც, რომელთა სინათლე მოყავისფერო მტვრიდან აირეკლება. სხვა ვარსკვლავები უჩვეულოდ წითლად გამოიყურება, რადგან მათი სინათლე ბნელი მტვრის სისქეში გადის და ცისფერი სხივების გაბნევის მერე, მხოლოდ წითელიღა რჩება. ზოგიერთის სინათლე კი იმდენად არის შესუსტებული, რომ საერთოდ უხილავი ხდება. ამ სცენის უშფოთველობა მოჩვენებითია, სინამდვილეში, იქ სიკვდილისა და აღორძინების პროცესები მიმდინარეობს. საკმაო მასის მქონე მტვრისა და გაზის ღრუბლები, გავიტაციის ზემოქმედებით უკუმშება და ახალ ვარსკვავებს წარმოქმნის, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი მტვრის წყაროები ხდება და მაღალენერგიული ვარსკვლავიერი ქარებით შლის ძველს(ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.