ფორუმ unmannedspaceflight.com-ის მომხმარებლებმა მარსმავალ ”ოპორტუნიტის” მიერ გადაღებულ ფოტოებზე ”მოხეტიალე ქვა” აღმოაჩინეს.
ქვის ფოტო მარსმავლის მიერ მისი შემომფარგლავი გარემოს რუტინული გადაღებების დროს იქნა მიღებული. 3536-ე მარსულ დღეს გადაღებულ სურათზე ქვა არ არის, ხოლო 3537-ე დღეს არის.
აპარატთან მომუშავე მეცნიერებმა ქვა კარგად დაათვალიერეს. მისი ერთი მხარე მუქი ფერისაა, ღია ჩანართებით, ხოლო მეორე მარსული მტვრით არის დაფარული. ერთი ვერსიის მიხედვით, ქვის გადაადგილება მარსმავლის მექანიკურმა მანიპულატორმა გამოიწვია.
”ოპორტუნიტი” მარსის ზედაპირზე 2004 წლის 25 იანვარს დაეშვა, 3 კვირის მერე კი მისი ტყუპისცალი ”სპირიტი”. გეგმის მიხედვით, ორივე მარსმავალს 90 დღე-ღამე უნდა ემუშავათ, თუმცა, ”ოპორტუნიტი” ახლაც ფუნქციონირებს. ”სპირიტთან” კავშირი 2011 წელს დაიკარგა. ამჟამად მარსზე კიდევ უფრო მოდერნიზირებული მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” მუშაობს.(10 წლის წინ „სპირიტი“ წითელ პლანეტაზე დაჯდა; მარსმავლები; კიდევ ერთი ბრჭყვიალა ობიექტი მარსზე; „ცნობისმოყვარეობამ“ კიდევ ერთი უცნაური ბრჭყვიალა ობიექტი იპოვა; ).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=1_y0l9AC7NM
”ცნობისმოყვარეობის” სანავიგაციო კამერის(Hazcam) თვალთახედვაში ეს ობიექტი 2014 წლის 5 იანვარს მოხვდა.
marsis xelovnurma tanamgzavrebma rato ver shenishnes sainteresoa
ეგენი ქვემოთ, მარსისკენ იყურებიან და ალბათ ამიტომ:)