“ორბიტალური” ტალღა ოკეანის ფსკერზე

 დედამიწის ორბიტის პარამეტრების ცვლილება, ოკეანეების ფსკერის რელიეფზე ზემოქმედებს(Science AAAS).

 ცნობილია, რომ დედამიწის ორბიტის პარამეტების ცვლილება(ღერძის დახრილობის პერიოდული ცვლილება, ორბიტის ექსცენტრისტეტის(წრიულობის) რყევა), გამოწვეული მზის სიტემის ობიექტებს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების თავისებურებით, ჩვენს პლანეტაზე გამყინვარების პერიოდების ”გადართვას” ახდენს, დედამიწის ზედაპირის ამა თუ იმ მონაკვეთებზე მოხვედრილი მზის სიანთლის რაოდენობის ცვლილებით(დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია; მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).

 გამყინვარებისა და დათბობის პერიოდების მიმდევრობები, პლანეტის ყინულოვან საფარსა და ოკეანეებს შორის, წყლის უზარმაზარი მასების გაზავებას იწვევენ, რომლის დონე 200 მეტრზე მეტად შეიძლება შეიცვალოს, შესაბამისად, ფსკერზე მოქმედი დაწოლაც პერიოდულად იცვლება.

 მეცნიერთა ჯგუფმა ჯონ ქროულის(ფიზიკოსი ჰარვარდის უნოვერსიტეტიდან) ხელმძღვანელობით ივარაუდა, რომ წნევის ასეთმა რყევებმა შუაოკეანური ქედების ქვეშ, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე, გამდნარი ქანების რაოდენობაზე უნდა იმოქმედოს. ეს, თავის მხრივ, ოკენური ფსკერის ქანების რაოდენობაზე მოახდენს ზეგავლენას, რომელიც მანტიის ქანების გამყარებით წარმოიქმნება, მისი სისქის ერთი კილომეტრის ფარგლებში ვარირებით. კომპიუტერული მოდელირებით მიღებული მონაცემები მტკიცდება: წყალქვეშა ქედის – ხუან დე ფუკას რაიონში ფსკერი პარალელური ღარებით არის დაფარული, როგორც ვინილის ფირფიტა, რომელზეც უკანასკნელი მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი, დედამიწის ღერძის პარამეტრების რყევებია ჩაწერილი(დედამიწა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.