SETI-ის ინსტიტუტის მიერ მოციმციმე პულსარზე ერთწლიანი დაკვირვებით დადგინდა, თუ როგორ იცვლება რადიოტალღები ვარსკვლავთშორის სივრცეში გავლისას. ეს აღმოჩენა ძლიერ ახალ ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული ბუნებრივი კოსმოსური სიგნალების, არამიწიერი წარმოშობის ხელოვნური გადაცემებისგან გასარჩევად.

დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში, SETI-ის ინსტიტუტის მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ პულსარს PSR J0332+5434 (იგივე B0329+54), რათა შეესწავლათ, თუ როგორ „ციმციმებს“ მისი რადიოსიგნალი ვარსკვლავთშორის გაზში გავლისას. ალენის ანტენათა მასივის (ATA) გამოყენებით, მკვლევარები, პულსარს სიხშირეების ფართო დიაპაზონში (900-დან 1956 MHz-მდე) დააკვირდნენ და მისი ციმციმის მახასიათებელში ნელი ცვლილებები შეამჩნიეს, რომლებიც სცინტილაციის სახელით არის ცნობილი. პულსარები სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, მასიური ვარსკვლავების ნარჩენები, რომლებმაც სიცოცხლე ზეახლად აფეთქებით დაასრულეს. მათი ძლიერი მაგნიტური ველი, გამოსხივების ვიწრო კონებს უშვებს კოსმოსში, რომლებიც, შუქურის მსგავსად, პერიოდულად ანათებენ დედამიწას, რაც მკაცრად პერიოდული იმპულსების ეფექტს ქმნის (პირველად, უცხოპლანეტელთა სიგნალებიც კი ეგონათ). ეს განსაკუთრებული რეგულარულობა, პულსარების, დიდი სიზუსტის კოსმოსურ საათებად გამოყენების საშუალებას იძლევა (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).
ათი თვის განმავლობაში ამ სცინტილაციურ ვარიაციებზე თითქმის ყოველდღიური დაკვირვებით, გუნდმა შეძლო სცინტილაციური სიგნალის დროითი შეფერხების შესახებ მონაცემების დეტალურ ინფორმაციად გარდაქმნა. დაახლოებით 300 დღის განმავლობაში, სცინტილაციურ ზოლე დაკვირვებით, მენციერებმა დღეებიდან თვეებამდე ცვლილებები გამოავლინეს, მათ შორის, გრძელვადიანი რყევა, რომელიც დაახლოებით 200 დღე გაგრძელდა (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
ამ ეფექტების აღმოჩენა არა მხოლოდ “კოსმოსური საათის” ჩვენებების დახვეწისთვის არის მნიშვნელოვანი – ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების ძიება, არამედ არამიწიერი გონის ძიებაც. ვარსკვლავთშორის გარემოში გამავალი ყველა რადიოსიგნალი ექვემდებარება სცინტილაციას. კოსმოსის კონკრეტულ რეგიონში სიგნალების შეფერხებისა და დამახინჯების შეახებ ზუსტი რუკების შექმნით, ასტრონომებს ზუსტად შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასში გამავალი სიგნალი. ამრიგად, თუ რომელიმე ვარსკვლავური სისტემის მხრიდან ხელოვნური სიგნალის მსგავსი იქნება მიღებული, მეცნიერებს უკვე შეეძლებათ გადაამოწმონ, ავლენს თუ არა ის ვარსკვლავთშორის სივრცეში გავლისთვის დამახასიათებელ სცინტილაციურ გადახრებს. თუ ასეთი ხელწერა არ არის, ე.ი. ჩვენი გადამცემებიდან მიღებული ხარვეზებია (ისევ სწრაფი რადიოანთებები (FRB)), რაც SETI-ს ცრუ დადებითი შედეგების გაფილტვრაში დაეხმარება (SETI: მიიღე მონაწილეობა უცხოპლანეტელების ძებნაში).