შთამბეჭდავი დემონსტრირება ხანმოკლე ამოფრქვევისა, რომელიც ივლისის ბოლოს კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე მოხდა, ამ კომეტის ბირთვის გარშემო მოძრავმა აპარატმა – ”როზეტა”, შემოგვთავაზა. სამი კადრით გაკეთებულ ანიმაციაზე, მბრუნავ კომეტაზე მომხდარი ცვლილებებია აღბეჭდილი. პირველ კადრზე უჩვეულო არაფერია, მეორეზე კი უეცრად ამოფრქვეული მძლავრი შადრევანი დაიმზირება, რომელიც პირველის გადაღებიდან 20 წუთში ამოიფრქვა, მომდევნო 20 წუთის მერე კი ძლივს შესამჩნევი კვალიღა დარჩა. უახლოვდებიან რა მზეს, კომეტებს გრძელი და ლამაზი კუდები უნვითარდება, რომლებითაც მთელი მზის სისტემის შიდა სივრცეა დაღარული. კუდების გაჩენის მექანიზმი ახლაც კვლევის საგნად რჩება და ასეთ ფოტოებს მათ შესახებ ახალი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
მისია როზეტას კიდევ ერთი მიღწევაა, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე გადასმული ზონდით – „ფილი“, დადგენა იმისა, რომ დედამიწისეული წყალი, კომეტების მოტანილი არ არის. კომეტის ყინულოვანი მასივების წყლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მასში, აქაური წყლისგან განსხვავებით, სამჯერ მეტი დეითერიუმია(მძიმე წყალბადი).
კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო 1969 წელს აღმოაჩინეს. ის, მოკლეპერიოდიანი კომეტების ჯგუფს ეკუთვნის: მზის გარშემო ბრუნვის პერიოდით 6,6 წელი. მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი 3,5 ასტრონომიულ ერთეულზე ოდნავ მეტია, მასა კი დაახლოებით 1013 კგ, რამდენიმე კილომეტრის ზომის ბირთვით(დიდი ნაწილი – 4,1×3,2×1,3 კმ; პატარა – 2,5×2,5×2,0 კმ.)(PanSTARRS-ის ფართო კუდი).