ყველაზე ცნობილ სავსემთვარეობას, მოსავლის მთვარეს უწოდებენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებთათვის ეს მოვლენა სექტემბრის დღე-ღამ თანასწორობის მომენტთან ახლოს ხდება. ჩრდილოეთ ამერიკის დროის ზონების უმეტესობისათვის, მოსავლის მთვარე წელს 13 სექტემბერს ამოვა, ხოლო პლანეტის მეტი ნაწილისთვის 14 სექტემბერს (100% – 08 სთ. 34 წთ). რა თქმა უნდა, მთვარე თითქმის სავსედ სავსემთვარეობის ახლო ღამეებსაც გამოიყურება. ნებისმიერი დროის ზონაში მოსავლის მთვარე, ზუსტად მზის ჩასვლის საპირისპირო წერტილში ამოვა. ამ დროს, ჰორიზონთან ახლოს მდებარე მთვარე უფრო დიდი და ელვარე გვეჩვენება, რაც ე.წ. მთვარის ილუზიით არის გამოწვეული. თუმცა, მოსავლის მთვარე ახლა აპოგეაშია – დედამიწიდან ოშორესი წერტილი ორბიტაზე (∼ 406 377 კმ.), ამიტომ ის წლის ყველაზე პატარა სავსე მთვარე იქნება (მიკრო და სუპერ-მთვარე). ეს ფოტო 15 სექტემბერს, სამხრეთ საფრანგეთში გადაიღეს, მოსავლის აღების დროს. სავსე მთვარე დაისის მერე აკაშკაშდა, მასთან ერთად კი ცისარტყელას ფერებით განათებული ღრუბლებიც გამოჩნდა.
მოსავლის მთვარე
Posted by