პლუტონის ნამდვილი ფერები

 ავტომატური კოსმოსური აპარატი “ნიუ ჰორაიზონსი” (ახალი ჰორიზონტები), 2015 წელს მიუახლოვდა პლუტონს და სხვადასხვა დიაპაზონში გადაღებული უამრავი ფოტო გამოაგზავნა დედამიწაზე. თუმცა, ამ მონაცემების დამუშავება ისეთი სურათის მისაღებად, როგორსაც ადამაიანის თვალი ადგილზე დაინახავდა, რთული ამოცანა გამოდგა. აქ წარმოდგენილი გამოსახულება, აპარატის მიერ ფოტოების გადაღებიდან სამი წლის მერე გამოქვეყნდა. ამ მაღალი გარჩევადობის ფოტოზე ჯუჯა პლანეტა ნამდვილი ფერებით წარმოგვიდგება. ჩანს გულის ფორმის მქონე ნათელი ადგილი თომბო (”ახალი ჰორიზონტები” – 11 უჩვეულო ფაქტი). მისი დასავლეთი ნაწილი, მოულოდნელად სწორი პლატო სპუტნიკია (პლუტონის ”გული” – ასტეროიდის ვარდნის შედეგი), რომელიც გაყინული აზოტისგან შედგება. “ნიუ ჰორაიზონსმა” აღმოაჩინა, რომ ამ ჯუჯა პლანეტის ზედაპირი გასაოცრად არაერთგვაროვანი და ფერით განსხვავებულია (მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია). მთლიანობაში, პლუტონი მოყავისფროა, რასაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით აგზნებული მეთანის მცირე ფენა განაპირობებს (ფერადი პლუტონი; პლუტონის ცისფერი ცა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.