ელვარე სპირალური გალაქტიკა მესიე 51 (Мессье 51), რომელიც კომეტასაც ჰგავს, მორევის სახელით უფროა ცნობილი. ღამის ცაზე ის, დიდი დათვის კოვზის ”ტარის” ახლოს მდებარეობს, ხოლო წარმოდგენილ ფოტოზე, რომელიც 1 დეკემბერს არის გადაღებული, მარცხენა ზემო კუთხესთან შეგიძლიათ იხილოთ. გამოსახულება 4/2,5-ზე გრადუსის ზომის სივრცეს მოიცავს, მასზე ორი კომეტაც მოხვდა. მათი დანახვა ტელესკოპით იყო შესაძლებელი, დილას, ჯერ კიდვ გაუნათებელი ჰორიზონტის ჩრდილოეთ ნაწილს ზემოთ (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი). მარცხენა ქვემო კუთხესთან, ახალადაღმოჩენილი NEOWISE (C/2016 U1) ჩანს, რომლის ნისლოვან კომას მომწვანო შეფერილობა აქვს, რაც ორატომიანი ნახშირბადის ფლუორესცენციით (ელექტრონების ენერგეტიკული გადასვლები) არის გამოწვეული. ზედა მარჯვენა კუთხეში კი მზის სხივებს კომეტა ჯონსონის (C/2015 V2) მტვროვანი კომა, მოკლე და სქელი კუდი ირეკლავს (კომეტები).
მორევი და კომეტები
Posted by