სავსე მთვარე ჰორიზონტთან უფრო დიდი გვეჩვენება, რაც ე.წ. მთვარის ილუზიით არის გამოწვეული. თუმცა, ეს ფოტო ნათლად წარმოგვიდგენს, რომ ზენიტისკენ მიმავალი მთვარის ზომა არ იცვლება, რასაც ვერ ვიტყვით მის ფერზე. ეს გამოსახულება 10 წამიანი შუალედებით გადაღებული კადრებით არის აწყობილი. სავსე მთვარე, შტატ ინდიანას (ა.შ.შ.) ჩრდილო-დასავლეთი ჰორზიონტიდან ამოდის. დედამიწის სქელსა და მტვრიან ატმოსფეროში მოძრავი სინათლე შთაინთქმება და გაიბნევა, ამიტომ მთვარის ფერი მოწითალოდან (მარწყვი), ყვითელში (თაფლი) გადადის. ეს ცვლილება ზუსტად ჩრდილოეთ ნახევასფეროს ივნისის სავსე მთავრისთვის არის შესაფერისი, რომელსაც მარწყვის ან თაფლის მთვარეს უწოდებენ (ცისფერი მთვარე; მთვარის ფერადი გვირგვინი; „სავსე მთვარის წყევლა“; მთვარის ფერები; 28 სექტემბრი – სუპერსავსე, დაბნელებული, სისხლიანი მთავრე; წითელი მთვარე და მწვანე სხივი).
