ასეთი დიდი ცუნამი დედამიწაზე ვერ გაჩნდება. 2006 წელს, მზის “ზედაპირზე” (ფოტოსფერო) ფორმირებულმა დედამიწის ზომის ლაქამ, ცუნამის მსგავსი დარტყმითი ტალღა წარმოქმნა, რომელიც მზეზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. გამოსახულება მიღებულია ნიუმექსიკოს შტატში მდებარე მზის საკლვევი ტელესკოპით – OSPAN. წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა, რომელსაც მორტონის ტალღას უწოდებენ, მზის ფოტოსფეროში კუმშავს და აცხელებს გაზს, რომელიც ტალღის გავლის მომენტში უფრო კაშკაშა ხდება. გამოსახულების მისღებად სპექტრის ის ნაწილი იქნა არჩეული, რომელშიც მხოლოდ წყალბადი ასხივებს. მძლავრმა ტალღამ მზის ზედაპირზე რამდენიმე აქტიური ბოჭკოვანი სტრუქტურა დაშალა, რომლებიც მოგვიანებით ისევ აღდგა (წარმოუდგენლად გრძელი ბოჭკოვანი სტრუქტურა მზეზე). ტალღა თითქმის მილიონი კილემტრი საათში სიჩქარით გავრცელდა და ჩვენს მნათობს რამდენიმე წუთში შემოუარა.
მზიური ცუნამი
Posted by