მზის სამეზობლო

 ლუმან 16 (იგივე WISE 1049−5319), ორმაგი ქვევარსკვლავური სისტემაა იალქნების თანავარსკვლავედში. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, ამ ვარსკვლავამდე მანძილი 6,516 სინათლის წელია.  ეს არის მზიდან მესამე ყველაზე ახლო სისტემა კენტავრის ალფას  სამმაგი სისტემისა და მარტოხელა ბარნარდის “მფრინავი” ვარსკვლავის შემდეგ (ახლო ვარსკვლავებამდე მანძილებს ზომავენ ე.წ. პარალაქსით).

 WISE (NASA). 2024 წლის 31 ივლისიდან აღარ ფუნქციონირებს.

 WISE 1049−5319, 2013 წლის მარტში, კევინ ლუმანმა, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კოსმოსური ტელესკოპით – WISE-დან მიღებული მონაცემების გამოყენებით აღმოაჩინა. ეს ვარსკვლავური სისტემა 1978 წლის საარქივო სურათებშიც აღმოაჩინეს.

 სისტემა შედგება ორი ყავისფერი ჯუჯისგან (შუალედური რგოლი ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის. მათ წიაღში მიმდინარეობს სუსტი სიმძლავრის თერმობირთვული რეაქცია), რომლებიც ერთმანეთის გარშემო წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობენ, სავარაუდოდ, 45 წლიანი პერიოდით, ერთმანეთისგან 450 მილიონ კილომეტრიანი დისტანციით. შედარებით ცივ ვარსკვლავს, ელვარების პერიოდული ცვლილებები აღმოუჩინეს, რაც მის ატმოსფეროში ამინდის ცვლილების მსგავის მოვლენებით უნდა იყოს გამოწვეული. მეორე, შედარებით ცხელი ვარსკვლავისგან პერიოდული სიგნალები არ ფიქსირდება. 2014 წლის იანვარში, ლუმან 16 B-ს “ამინდის რუქა” იქნა გამოქვეყნებული. კომპონენტი A-ს მასა შეფასებულია 0,04–0,05 მზის მასად, კომპონენტი B-ს მასა კი ~0,03–0,05 მზის მასად.

VLT (“ძალიან დიდი ტელესკოპი”). ევროპის სამხრეთული ობსერვატორია.

 2013 წლის 14 აპრილიდან 22 ივნისამდე, ამ ორმაგ სისტემას, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპით იკვლევდნენ. გამოყენებული ინსტრუმენტების მაღალმა მგრძნობელობამ შესაძლებელი გახადა ორივე ყავისფერი ჯუჯის მასის დაზუსტება, რომელიც, სავარაუდოდ, 30-დან 50 იუპიტერის მასამდეა. მათი ორბიტული პერიოდი საერთო მასის ცენტრის გარშემო 20 წელია. გამოთვლილი ტრაექტორიიდან აღმოჩენილი გადახრების გამო, გამოითქვა ვარაუდი, რომ სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს ჰყავს სუბვარსკვლავური მასის კომპანიონი, რაც შემდგომი კვლევებით არ დადასტურდა. დაკვირვებითი მონაცემების ანალიზი არ აჩვენებს დამატებითი სხეულების არსებობის მტკიცებულებას ლუმან 16 AB სისტემაში.

ლუმან 16 AB (ი.წ. დიაპაზონი. WISE).

 სისტემიდან ლუმან 16, კენტავრის ალფამდე მანძილი 3,68 სინათლის წელია, ბარნარდის ვარსკვლავამდე – 5,98 სინათლის წელი, მზემდე – 5,983 სინათლის წელი, ხოლო ვარსკვლავ ვოლფ 359-მდე – 7,78 სინათლის წელი (ვრცელი სტატია — ბნელი მნათობები: ყავისფერი ჯუჯები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.