წლის განმავლოაბში, მზის ხილული გადაადგილების შთამბეჭდავი ვიდეოფილმი, უნგრეთში გადაიღეს, უძრავ შტატივზე დამაგრებული ვიდეოკამერის საშუალებით, რომელიც წუთში ერთი კადრის სიჩქარით იღებდა. 116 ათასი კადრისგან შემდგარი ფილმი, 2015 წლის 21 ივნისიდან იწყება და 2016-ის 20 ივნისს მთავრდება(თანაბარდღეობა მბრუნავ დედამიწაზე). მზის ყველაზე უფრო ქვედა კვალი, 2015 წლის მზის დგომის დროს არის მიღებული. თავიდან, მზის დღიური მოძრაობაა აღბეჭდილი, შემდეგ, მზის მოძრაობა მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულის დგომიდან ზამთრის დგომამდე(მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება). ჩაბნელებები ზოგან, ღრუბლიანი ამინდის გამო გაჩნდა. ბოლოს, ანალემათა ეფექტური მიმდევრობაა წარმოდგენილი, რომლის რვიანისებური ფორმა, წლის განმავლობაში, დროის ერთი და იგივე მომენტში გადაღებული მზის ფოტოებით მიიღება(მარსული ანალემა „ოპორტუნიტისგან“).
მზის კვალი
Posted by