Gliese 710 გვიხლოვდება

 ამ მომენტისთვის, Gliese 710 (HD 168442 ახალი კატალოგით)-მდე მანძილი 64 სინათლის წელია და როგორც ჩანს, ის პირდაპირ ჩვენკენ მოემართება. Astronomy and Physics projects-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეხვდერა 1,35 მილიონი წლის მერე მოხდება, მზიდან 13 365 ასტრონომიული ერთეულის ფარგლებში (1 ა.ი. = 150 მლნ.კმ, დედამიწა-მზეს შორის მანძილი), ანუ 1,93 ტრილიონი კილომეტრი – 77 სინათლის დღე.

 ადამიანის თვალსაწიერიდან ეს დისტანცია კოლოსალურია, კოსმოსური მასშტაბებიდან გამომდინარე კი ძალიან მცირე. ამ მანძილზე მდებარეობს ოორტის ღრუბელიც, ყინულისა და ქვისაგან შემდგარი ჰიპოთეტური უზარმაზარი ბუშტი, რომელიც მზის სისტემას 50 000-დან 200 000-მდე ა.ე-ს მანძილზე შემოფარგლავს. ეს წარმონაქმნი კომეტების წყაროს წამროადგენს, ამიტომ მის ტერიტორიაზე უზარმაზარი და ცხელი ობიექტის შეჭრა უკვალოდ არ ჩაივლის, მათ შორის დედამიწისთვისაც.

gaia OK

 Gliese 710 (ნარინჯისფერი ჯუჯა 0,4-0,7 მზის მასით)-ის შესასწავლად ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის ასტრონომებმა (პოლონეთი), კოსმოსური ობსერვატორია Gaia-დან მიღებული მონაცემები გამოიყენეს. დადგინდა, რომ ვარსკვლავი ადრე ნავრაუდევზე ხუთჯერ ახლოს გაივლის. ცაზე ის ყველაზე კაშკაშა და სწრაფად მოძრავ ობიექტად წარმოგვიდგება.

პალომარის ობსერვატორიიდან გადაღებული გლიზე 710.

 ოორტის ღრუბელში გავლის დროს, ყინულოვანი ფრაგმენტების სიმყუდროვე დაირღვევა, რაც ჩვენი შორეული შთამომავლებისთვის ძალიან სამწუხაროდ შეიძლება დასრულდეს, თუ კომეტებისა და ასტეროიდების საფრთხის თავიდან აცილების ეფექტური საშუალება არ ექნებათ მომზადებული. აღსანიშნავია, რომ Gliese 710-ის გარდა, მომდევნო მილიონი წლის განმავლობაში მინიმუმ 14 ვარსკვლავი მოუახლოვდება მზეს, ორი მათგანი კი ოორტის ღრუბელში ნამდვილად გაივლის (”ვოიაჯერ 1” და ჟირაფის AC+79 3888; 70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორმაგი ვარსკვლავი მოუახლოვდა).

 გლიზე 710-ის მზესთან მოახლოების ანიმაცია. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ობსერვატორიიდან -GAIA , მიღებული მონაცემების მიხედვით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.