რას წარმოადგენს სინათლის ეს ელვარე ანარეკლი? ყველაფერი მარტივადაა: ეს, ზღვებიდან არეკლილი მზის სინათლეა. სატურნის თანამგზავრ ტიტანზე, მეთანით შევსებული რამდენიმე ტბაა და თუ მათ სწორი კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სინათლეს სარკესავით ირეკლავს. ხელოვნურ ფერებში წარმოდგენილ გამოსახულებაზე, ღრუბლებით დაფარული ტიტანია აღბეჭდილი. ფოტო გასულ ზაფხულს, სატურნის გარშემო მოძრავმა ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა – „კასინი“, გადაიღო, ინფრაწითელი დიაპაზონის ფილტრების გამოყენებით, რაც ღრუბლიანი საფარის მიღმა ჩახედვის საშუალებას იძლევა. არეკლილი სინათლე იმდენად კაშკაშა იყო, რომ „კასინის“ ერთ-ერთი კამერა გადანათებული აღმოჩნდა. ამრეკლი რეგიონები იმაზე მეტყველებენ, რომ ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზღვათა დიდი კომპლექსია, რომლის გეომეტრია მათი პერიოდული აორთქლებებისკენ მიუთითებს. სატურნის ყველაზე უჩვეულო თანამგზავრთან მრავალრიცხოვანი ახლო ფრენებით „კასინიმ“ გაარკვია, რომ ტიტანს საკმაოდ ცვალებადი ამინდი გააჩნია: მასზე გათხევადებული გაზის წვიმებიც კი მოდის(გადაუფრინო ტიტანს; „კასინი“).
მზის ანარეკლი ტიტანის ზედაპირზე
Posted by