მზის სინათლეს თუ პრიზმისმაგვარ მოწყობილობაში გავატარებთ, მის შემადგენელ ფერებს დავინახავთ. აქ ნაჩვენებ სპექტრში მუქი ლაქები წარმოიქმნება მზის ზედაპირზე ან მის ზემოთ მდებარე გაზისგან, რომელიც ქვემოდან ამომავალ სინათლეს შთანთქავს. ვინაიდან სხვადასხვა ტიპის გაზი, სხვადასხვა ფერის შუქს შთანთქავს, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი აირებისგან შედგება მზე. მაგალითად, ჰელიუმი პირველად აღმოაჩინეს 1870 წელს, მზის სპექტრში და მხოლოდ მოგვიანებით დედამიწაზე. დღეისათვის, მზის სპექტრული შთანთქმის ხაზების უმრავლესობა იდენტიფიცირებულია – მაგრამ არა ყველა (მზე).
მზე და მისი დაკარგული ფერები…
Posted by