არის თუ არა მეთანი მარსზე და რა არის მისი წყარო? გამოცანა სულ უფრო ჩახლართული ხდება. ატმოსფეროში მცირე რაოდენობით გაზის აღმოჩენის უნარის მქონე აპარატმა, რომელიც ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია – ”ეგზომარს”, მოულოდნელი შედეგები გადმოსცა – მეთანი არ არის (მეთანი გაქრა?!). 2013 წელს, ნასას მარსმავალმა – ”ქიურიოსითი” (ცნობისმოყვარეობა), მეთანის კვალი აღმოაჩინა (მერე ”ცნობისმოყვარეობამ” მეთანის კვალი ვეღარ აღმოაჩინა), რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტულმა თანამგზავრამაც, ”მარს ექსპრესი”, დაადასტურა. ეს პრობლემა იმითაა საინტერესო, რომ დედამიწაზე ამ გაზის ძირითადი წყარო (90%) ბიოსფეროა. ჩნდება დამაინტრიგებელი ვარაუდი, რომ სიცოცხლის რაღაც ფორმა, ალბათ, მიკრობები – მარსის ზედაპირის ქვეშ ქმნიან მეთანს. თუმცა, არსებობს მეთანის სხვა წყაროებიც. ფოტოზე წარმოდგენილია მეთანის გროვები, რომლებიც 2003 წელს დედამიწიდან დაკვირვებით აღმოაჩინეს. ”ეგზომარსი”-ს უარყოფითი შედეგი კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ არსებობს აქამდე უცნობი, მეთანის გამანადგურებელი პროცესები ან ის მხოლოდ გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილებში ჩნდება. გამოცანა სულ უფრო საინტერესო ხდება, მის ამოსახსნელად კი კაცობრიობას მეზობელი პლანეტის ატმოსფეროს კიდევ უფრო საფუძვლიანი კვლევა მოუწევს (იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე? – ნაპოვნია მეთანი და ტუბულები.).
მეთანის იდუმალი წყარო მარსზე
Posted by