ნეპტუნის ორბიტის იქეთ უჩვეულო ობიქტი იქნა აღმოჩენილი, რომელიც მზის გარშემო(ღერძის გარშემოც), დანარჩენი ობიექტებისგან განსხვავებით, საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს, ეკლიპტიკის(მზისა და პლანეტის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მიმართ 110 გრადუსიანი დახრილობის მქონე ორბიტაზე. ასეთი ქცევისთვის მას ნიკუ შეარქვეს, რაც ჩინურად მეამბოხეს ნიშნავს. ნიკუს დიამეტრი 200 კილომეტრს უტოლდება და ნეპტუნზე 160 ათასჯერ მკრთალია.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ამ ობიექტის უჩვეულო მოძრაობა უფრო მასიური სხეულის ზემოქმედებით უნდა იყოს გამოწვეული, მაგალითად, ჯერ არ აღმოჩენილი მეცხრე პლანეტა, უხილავი ჯუჯა ვარსკვლავი ან უცნობი ჯუჯა პლანეტა კოიპერის სარტყელში. თუმცა, ვერცერთი წარმოდგენილი თერია ვერ ხსნის ნიკუს ეგზოტიკურ ორბიტას. შესაძლებელია, ამოუცნობმა ობიექტმა მოძრაობის ორბიტა სხვა სხეულთან შეჯახებით შეიცვალა, ან ახლო გალაქტიკური სივრციდან მზის მიერ იქნა გამოჭერილი(მზე – პლანეტების ქურდი; სინამდვილეში, მეცხრე პლანეტა ჯერ არ აღმოუჩენიათ; პლანეტა X მზის სისტემის კიდეზე; ნიბირუ; ჯუჯა პლანეტები).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=7mb4TTWI7Og