2022 წლის დეკემბერში, ფუნქციონირება შეწყვიტა ამერიკულმა დასაშვებმა აპარატმა –”ინსაითი” (InSight). იმავე წლის აპრილში, მონაცემების გადმოცემა შეწყვიტა, წითელი პლანეტის ორბიტაზე 2014 წელს გასულმა ინდურმა თანამგზავრმა – “მანგალიანი“.

ამჟამად, მარსის ზედაპირზე სამი მძიმე მარსმავალი მუშაობს – ნასას “ქიურიოსიტი” (2012 წლის მაისიდან) და “პერსევერანსი” (2021 წლის თებერვლიდან), ასევე, ჩინური – “ჩჟუჟუნი“, დასაშვები პლათფორმის ჩათვლით (2021 წლის მაისიდან). ამ პლანეტის ორბიტაზე აგრძელებს მუშაობას “მარს ოდისი” (Mars Odyssey. 2001 წლის ოქტომბრიდან), “მარს რექანისინს ორბიტერი” (Mars Reconnaissance Orbiter. 2006 წლის მარტიდან), MAVEN (2014 წლის სექტემბრიდან), ევროპული “მარს ექსპრესი” (Mars Express. 2003 წლის დეკემბრიდან), რუსულ-ევროპული “ტრეის გას ორბიტერი”(Trace Gas Orbiter. 2016 წლის ოქტმობრიდან), საემიროების “ალ-ამალი” (2021 წლის თებერვლიდან), და მარსზე ჩინური მარსმავლის მიმტანი “ტიანვენ-1” (ესეც 2021 წლის თებერვლიდან), სულ შვიდი (!!!) (მარსის ორბიტული მზვერავები).
მთავარი სამიზნეებისკენ მიმავალი პლანეტათშორისი ავტომატური სადგური – “ევროპა კლიპერი” (Europa Clipper. აშშ), 2025 წლის თებერვალში მოინახულებს მარსს, ამავე წლის მარტში კი ორმაგ ასტეროიდ დიდიმოსისკენ მიმავალი ევროპული – “ჰერა” (Hera). 2026 წლის სექტემბერს, მარსთან ახლოს აღმოჩნდება ასტეროიდ ფსიქეასკენ მიმავალი ამერიკული სადგური – “საიკი” (Psyche).
2025 წლის გაზაფხულზე, ამრეკულ-ახალ ზელანდიური აპარატების – “ბლუ” (Blue) და “გოლდ” (Gold), სტარტია ჩანიშნული, პროგრამების ჩარჩოებში – “ესკეიპ” და “პლაზმა ექსელერეიშან ენდ დაინამიკს ექსპლორერს” (Plasma Acceleration and Dynamics Explorers). ნასას შეკვეთით გაშვებული ეს მცირე კერძო ზონდები, 2026 წლის დასაწყისში გავლენ მარსის ორბიტაზე.

იაპონიის ავტომატური სადგური – “მარშენ მოონს ექსპლორეიშენ” (Martian Moons eXploration), მარსის სისტემისკენ 2026 წლის ოქტომბერს გაფრინდება და დანიშნულების ადგილს შემდეგი წლის აგვსტოში მიაღწევს. ერთობლივი ხანგრძლივი ფრენის განმავლობაში, მოხდება სინჯების აღება ფობოსიდან და დეიმოსის ახლო დისტანციური ზონდირება. ფობოსის ზედაპირზე დაეშვება ფრანგულ-გერმანული თვითმავალი აპარატი. უკან დასაბრუნებელი ნაკვეთური, 2030 წელს გამოფრინდება დედიმიწისკენ და ამ უნიკალურ მასალას, 2031 წელს ჩამოიტანს ჩვენს პლანეტაზე.
განმეორებითი ცვლილებებისა და დაზუსტებების შემდეგ, ერთობლივ ამერიკულ-ევროპულ მარსის შემსწავლელ პროგრამაში შედის აპარატი “ერთ რეთარნ ორბიტერი” (Earth Return Orbiter), რომლის სტარტი 2027 წელს უნდა განხორციელდეს. ის დაელოდება ორი დასაშვები მოდულის – “სემფლ რეთრივალ ლენდერი” (Sample Retrieval Landers) მიფრენას, რომელთა გაშვება, სავარაუდოდ, 2028 წელს მოხდება. ისინი კრატერ ჯეზეროში დაეშვებიან, იგივე ადგილზე, სადაც “პერსევერანსი” დაეშვა 2021 წელს.
კრატერ ჯეზეროს პანორამა “პერსევერანსისგან” (NASA).
მარსის ზედაპირზე მოხვედრის მერე, 2028 წელს, მარსმავალი “სიმფლ ფეჩ როვერი” (Sample Fetch Rover), რომელსაც იქ ორიდან ერთ-ერთი დასაშვები მოდული დასვავს, “პერსევერანსის” მიერ აღებულ სინჯებს შეაგროვებს. შემდეგ, მარსის დაბალ ორბიტაზე მათ აიტანს სპეციალურად ამ მისიისთვის შექმნილი რაკეტა – “მარს ასცენთ ვიექალ” (Mars Ascent Vehicle), რომელიც ხსენებულ მარსმავალთან ერთად, სხვა დასაშვებ მოდულზე იქნება დამონტაჟებული. “ერთ რეთარნ ორბიტერს” მიუერთდება და სინჯებს გადასცემს მას, ეს უკანასკნელი კი 2033 წელს მოფრინდება ჩვენს პლანეტამდე. ნასას თუ ფინანსური პრობლემები შეექმნა, ეს ყველაფერი 2035-2040-წლებში გადაინაცვლებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალი “როზალინდ ფრანკლინი” (Rosalind Franklin), (1 ფოტო), ნასასთან თანამშრომლობით, 2028 წელს გაფრინდება მარსისკენ. მისი თავდაპირველი გაშვება, 2022 წლის ზაფხულში, რუსეთთან თანამშორლობით, მისიაში “ეგზომარსი” (ExoMars) – გაუქმდა, რის შემდეგაც პროგრამა დროებით შეჩერდა.

ჩინეთის მისია “ტიანვენ-3” (Tianwen-3 ), ორ გაშვებას 2028 წლისთვის გეგმავს. პირველი, 2028 წლის ნოემბერში, მარსისკენ ორბიტული, უკან დასაბრუნებელი აპარატის გაგზავნით, რომელიც მარსის ორბიტაზე 2029 წლის აგვისტო-სექტემბერში გავა. 2028-2030 წლებში, მარსზე გააგზავნიან მარსმავალს, რომელიც მარსული ქანების ნიმუშების აღების მერე, აფრინდება და დაბალ ორბიტაზე მოძრავ აპარატს შეუერთდება. თანამგზავრი კი გეზს დედამიწისკენ აიღებს, რომლამდეც 2031 წელს მოაღწევს.
მარსული დესანტის მონაწილე იქნება ინდოეთიც, პროგრამით “მანგალიან-2”, თუმცა, მისიის დაწყების თარიღი და ფორმატი ჯერ ისევ დაუზუსტებელია.