ნასას მრავალფუნქციურმა საპლანეტათშორისო ავტომატურმა სადგურმა, რომელიც 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს, მარსს 2006 წელს მიაღწია და ახლაც განაგრძობს კვლევით სამუშაოებს წითელი პლანეტის ორბიტაზე. ახლახანს, პროექტის წარმომადგენლებმა, რომელიც ნასას 720 მილიონი დოლარი დაუჯდა, განაცხადეს, რომ აპარატმა თხევადი წყლის კვლები აღმოაჩინა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თბილი თვეების განმავლობაში მარსზე თხევადი წყლის ნაკადები მიედინება, თან ეს ყვერლაფერი ახლა ხდება და არა მარტო მილიონობით წლის წინ. ამას ადასტურებს ფოტოზე გამოსახული კვლები, რომლებიც თხევადი წლისთვისაა დამახასიათებელი.
გამოსახულებაზე ნაჩვენებია ორბიტალური ფოტო, შეთავსებული მოდელირებულ კრატერ ნიუტონის 3-D გამოსახულებასთან. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ თბილ სეზონზე, აქ შესაძლებელია წყლის ნაკადების არსებობა.
”მარსის მზვერავი განაგრძობს ჩვენს მიახლოებას მნიშვნელოვან აღმოჩენასთან: შესძლებელია თუ არა მარსზე სიცოცხლის რაიმე ფორმების არსებობა” – ამბობს ნასას ადმინისტრატორი ჩარლზ ბოლდენი.
ეს სურათი შესაძლო მარილიანი წყლის ნაკადების არსებობის დემონსტრაციას ახდენს, ნაკადებისა, რომლებიც ახლაც არსებობს.