ამ ფერად გამოსახულებაზე კომეტა ლოვჯოი C/2014 Q2, საახალწლოდ ვარსკვლავებით მორთულ ნაძვისხეს ჰგავს. ეს ფოტო 16 დეკემბერს ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს. მშვენიერი კომა(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა) მწვანედ არის შეღებული, ორატომიანი ნახშირბადის ფლიუროსცენციის გამო მზის სხივებში. ლოვჯოი 2014 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს, ახლა მტრედის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩრდილოეთისკენ მიემართება, გაივლის კურდღელში, ორიონიდან სამხრეთით(ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა), ელვარებასაც მოუმატებს, მისი დანახვა ბინოკლითაც იქნება შესაძლებელი.
5 კომეტის აღმომჩენი ავსტრალიელი ასტრონომი თერი ლოვჯოი.
დედამიწასთან ახლოს 7 იანვარს გაივლის, ხოლო პერიჰელიუმს(უახლოეს წერტილს მზესთან) 30 იანვარს. ჩვენი პლანეტა პერიჰელიუმს 2014 წლის 4 იანვარს გაივლის. ლოვჯოის კომეტა მზის სისტემის შიგა რეგიონში პირველად არ მოგზაურობს, ეს ხანგრძლივპერიოდიანი(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; ჰეილ-ბოპის კომეტა) მოხეტიალე კიდევ დაბრუნდება… დაახლოებით 8000 წლის მერე(კომეტები).