მარსისკენ მიმავალ გზაზე მყოფ ასტრონავტებზე მოქმედ კოსმოსურ სხივებს, ჭკუასუსტობა და კოგნიტიური დარღვევები შეუძლია გამოიწვიოს(ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა. ჩვეულებრივ, უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით). ამის შესახებ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მენციერები იუწყებიან, რომლებმაც თაგვების ტვინზე, მაღალი ენერგიების ნაწილაკთა ზემოქმედება გამოიკვლიეს(Scientific Reports).
ექსპერიმენტები ნასას კოსმოსური რადიაციის ლაბორატიორიაში ჩატარდა. ცხოველები იონიზირებული ჟანგბადისა და ტიტანის ნაწილაკებით იქნა დასხივებული. 6 თვის მერე, თაგვების ტვინში გაძლიერებული ანთებითი პროცესები და დაზინებული ნერვული უჯრედების რაოდენობის მატება გამოვლინდა.
ტომოგრაფიით დადგინდა, რომ ნეირონულ ქსელში მოხდა დარღვევა, გამოწვეული დენდრიტების დაპატარავებით – ნერვული უჯრედების წანაზარდები, რომლებიც სხვა ნეირონებისგან მოსულ სიგნალებს აღიქვამენ და უჯრედებს შორის კონტაქტის დამყარებაში მონაწილეობენ. ყველაფერმა ამან, მეხსიერება სა და სწავლაზე ჩატარეული ტესტების შედეგთა გაუარესება გამოიწვია.
გამოსხივება ასევე, უსიამოვნო მოგონებების ჩახშობის პროცესზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. მკვლევართა თქმით, სამწლიანი მოგზაურობა მარსისკენ და უკან, მშფოთვარე და მოუსვენარ ქცევათა გაძლიერებას გამოიწვევს. ასეთი მოვლენები, ტვინის კიბოთი დავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ, რომელბიც რადიოთერაპიის კურსებს გადიან.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ადამიანები დაცულნი არიან, რადგან დედამიწის მაგნიტოსფეროს შიგნით იმყოფებიან(ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).
ასტრონავტთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მომავლის კოსმოსური ხომალდების დასასვენებელი და საძილე ნაკვეთურები სპეციალურად აღჭურვილი, რადიაციისაგან დამცავი მექანიზმებით იქნება აღჭურვილი(რომელთა გავლას გამოსხივება მაინც ახერხებს და ეს პრობლემა ღიად რჩება)(კიდევ ასრონავტთა ჯანმრთელობის შესახებ; რეკორდსმენი სხივები; რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე; პილოტირებული მისია მარსისკენ, ნასას გარეშე ვერ განხორციელდება).