კოსმოსის სუნი, ირმის ნახტომის გემო და სხვა საინტერესო ფაქტები

 მწველი ყინული

 ეგზოპლანეტა Gliese 436 b , დედამიწიდან 33 სინათლის წლის მანილზე, ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ასტრონომთა აზრით, ის, წყლის უკიდურესად ეგზოტიურ მდგომარეობაში ყოფნის განსახიერებაა. მაღალი წნევის გამო, ყინული მყარ მდგომარეობას ინარჩუნებს, ზედაპირის ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა 300 °C, კი დუღილს აიძულებს და ორთქლად აქცევს მას.

 კოსმოსის სუნი

 კოსმოსური სივრცის უშულო დაყნოსვა შეუძლებელია, თუმცა ასტრონომთა თქმით, ღია კოსმოსიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაბრუნებულები გრძნობენ, რომ მათ სკაფანდრებს დამწვარი სტეიკის, ცხელი ლითონისა და ელექტროშედუღების არომატი აქვს. შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები იყოს, რომლებიც მომაკვდავი ვარსკვლავებიდან ამოფრქვეული ნივთიერებებით ჩნდება, ვარსკვლავებიდან, რომლებიც მრავლადაა მიმოფანტული გალაქტიკაში.

 გალაქტიკური “ბარი”

 დაახლოებით 10 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, არწივის ნისლეულში, მზის სისტემაზე 1000-ჯერ დიდი ზომის სპირტის ღრუბელი მდებარეობს. ამ ეთილის სპირტის რაოდენობა 1024 რაოდენობის შეკვეთას დააკმაყოფილებდა.

 უახლოესი მეზობელი

 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, ჩვენი გიგანტური მეზობელი – ანდრომედას გალაქტიკა (იგივე M31), ირმის ნახტომზე დიდია. მიუხედავად ამისა, იმდენად მკრთალია, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა ჭირს. უფრო მეტად ელვარე რომ ყოფილიყო, სავსე მთვარეზე ექვსჯერ მეტი ზომის იქნებოდა ღამის ცაზე.

 შეკუმშული დედამიწა

 შავი ხვრელები მასიური ვარსკვლავების კოლაფსის დროს ჩნდება. ამ დროს, მათი ბირთვის მასა შვარცშილდის რადიუსის სახელით ცნობილ, უკიდურესად პატარა სივრცეში კონდენსირდება. დედამიწისთვის შვარცშილდის რადიუსის ზომა 9 მილიმეტრზე ოდნავ მცირეა და თუ ჩვენს პლანეტას ამ ზომამდე დავაპატარავებთ, ის მაშინვე შავ ხვრელად გადაიქცევა.

 ვარსკვლავური აკვანი

 მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების დაბადება და სიკვდილი მომენტალურად არ ხდება, ასტრონომები ამ პროცესებს საკმაოდ ხშირად ხედავენ. ირმის ნახტომის ფარგლებში დაფიქსირებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყოველდღიურად 275 ვარსკვლავი იბადება და კვდება, ანუ 100 მილიარდი წელიწადში.

 გალაქტიკური წელიწადი

 თავისი ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად დედამიწას 24 საათი ჭირდება, მზის გარშემო კი 365 დღე-ღამე. გალაქტიკის ბირთვის გარშემო ერთ სრულ ბრუნს მზის სისტემა 230 მილიონ წელიწადს ანდომებს. ბოლოს, მზის სისტემა თავის ახლანდელ ადგილზე მაშინ იყო, როცა დედამიწაზე პირველმა დინოზავრებმა დაიწყეს გამოჩენა.

 ირმის ნახტომის გემო

 მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერთა თქმით, ირმის ნახტომს ჟოლოს სუნი და რომის გემო აქვს. მათ აღმოაჩინეს, რომ ჟოლოსა და რომის შემადგენელში არსებული მთავარი ქიმიური კომპონენტი – ეთილფორმიატი, უამრავი რაოდენობით მოიპოვება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში.

 დრო გადის

 დედამიწის ბრუნვა ნელდება, ყოველ საუკუნეში 1,4 მილიწამით. დინოზავრების ეპოქაში, დღე-ღამის ხანგრძლივობა 23 საათს უტოლდებოდა. NASA იუწყება, რომ ზუსტად 24 საათიანი დღე-ღამე 1820 წელს იყო, ახლა კი ამ მაჩვენებელს 2,5 მილიწამი დაემატა(დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა).

 სიცოცხლისათვის თავსებადი ზონები

 ირმის ნახტომში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავი და 100 მილიარდი პლანეტაა. ვარსკვლავთა 20% მზისმაგავრია, ხოლო ეგზოპლანეტათა 22%-ს დედამიწის ზომა აქვს და სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებარეობს, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში ასრებობაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, 8 მილიარდ 800 მილიონ პლანეტაზე შეიძლება იყოს სიცოცხლე.

 თეთრი ხმაური

 გამოსხივების დაახლოებით 1%, რომელიც დიდი აფეთქების დროს გამოსხივდა, კოსმოსურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას ქმნის. რელიქტური გამოსხივება, როგორც მას კიდევ უწოდებენ, 1965 წელს აღმოაჩინეს.

 კვაზარების თავყრილობა

 კვაზარი, აქტიური გალაქტიკის ცენტრია, ზემასიური შავი ხვრელით მასში. ასტრონოემებმა კვაზარების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც საშაულო კვაზარის ზომაზე ექვსჯერ მეტია. თეორიულად, ასეთი სტრუქტურა საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

 ბზრიალა

 პულსარები, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, ბრუნვის ღერძისადმი დახრილი მაგნიტური ველით, რაც მოდულირებული გამოსხივების წარმოქმნას იწვევს. აქამდე ცნობილ ყველაზე სწრაფად მბრუნავ პულსარებს შორის ყველაზე სწრაფია – PSR J1748−2446ad, მდებარე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, 18 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ბრუნვის სიჩქარით 716 ბრ/წმ, რაც თითქმის, სინათლის სხივის სიჩქარის მეოთხედს უტოლდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.